ტექნოლოგია

რატომ გესმით უკეთესად ორმხრივი კოხლეარული იმპლანტებით?

თუ თქვენ გაქვთ ერთი სმენის იმპლანტი, ან გაქვთ სმენა დაქვეითებული მხოლოდ ერთ ყურში, გიფიქრიათ ოდესმე რამდენ სარგებელს მიირებთ ორივე ყურით სმენის დროს?

ორმხრივი სმენის დროს არის სამი ძირითადი სარგებელი, რაც შესაძლებელია ორი ყურით მიიღოთ. წინა სტატიაში გაჩვენეთ, რამდენად საჭიროა ორმხრივი სმენა ბგერის ლოკალიზაციისთვის, ახლა კი მინდა გეაუბროთ კიდევ ერთ დიდ სარგებელზე: შეძლოთ გაგონება და გაგება უკეთ ხმაურიან სიტუაციებში.

სიტყვების გარჩევა მაღალი ფონური ხმაურის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია იმპლანტირებულთათვის. კოხლეარული იმპლანტის ხმის კოდირების სტრატეგიები შემუშავებულია ხმაურიან სიტუაციებში მოსმენის გასაადვილებლად, მაგრამ ეს არ წარმოადგენს უკეთესი მოსმენის ერთადერთ საშუალებას. ერთ-ერთი საუკეთესო და კლინიკურად დადასტურებული გზა მეტყველების უკეთესი გაგებისთვის, განსაკუთრებით ხმაურის დროს, არის ორი იმპლანტის გაკეთება (ან ორი ყურით მოსმენა).

ჩახშობის ეფექტი ორმხრივი კოხლეარული იმპლანტებით.

სამწუხაროდ, ბავშვების დაახლოებით 35%-ს, რომლებსაც მხოლოდ ერთი ყურით ესმით, სკოლაში სათანადოდ სწავლას ვერ ახერხებენ და ხმაურში გაცილებით ცუდად ესმით, ვიდრე მათ თანაკლასელებს.

საბედნიეროდ, გამოსავალი არსებობს: ორმხრივი იმპლანტი. როცა ადამიანი ორ იმპლანტს მოიხმარს, დასტურდება სმენითი უნარების გაუმჯობესება. 39 სასკოლო ასაკის ბავშვის კვლევისას, ორმხრივი კოხლეარული იმპლანტების გამოყენებამ დაადგინა, რომ სალაპარაკო სიტყვების გაგებას ზოგადად და მნიშვნელოვნად ზრდის, ასევე აუმჯობესებს მეტყველების გაგებას ხმაურში.

 

 

მარჯვენა გრაფიკი გვიჩვენებს კვლევის შედეგებს, რომელიც გაიზომა 18 მომხმარებლის უნარები, მათ უნდა გაერჩიათ მეტყველება ხმაურის ფონზე.

ხმაურის ფონზე მეტყველების გარჩევითობის შედეგები.

რატომ არის ასეთი რთული მეტყველევბის გარჩევა ხმაურში, განსაკუთრებით ერთი იმპლანტით? მთავარი მიზეზი ის არის, რომ ერთ აუდიო პროცესორზეა დამოკიდებული ბგერების ყველა მიმართულებიდან გაგება. ეს ნიშნავს, რომ თუ ვინმეს ესმის მხოლოდ მარჯვენა ყურით, ეს ყური მიიღებს ხმებს როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა მხრიდან.

ტვინისთვის ძალიან რთულია იმის გაგება, თუ რომელი მხრიდან მოდის ხმები. თუ ვინმე ესაუბრება მათ მარჯვენა მხრიდან, მარჯვენა ყური მოისმენს მის მეტყველებასა და ხმაურს მარცხენა მხრიდან და ტვინი შეეცდება გაიგოს რომელი ბგერებია ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი.

პირს, რომელსაც აქვს ორი იმპლანტი და, შესაბამისად, ესმის ორივე მხრიდან, ყურის ჩართულობა მკვეთრად მცირდება. ასეთი სიტუაციისას პირს შეუძლია გამოიყენოს ერთი ყური მარცხენა მხრიდან მოწოდებული ბგერების მოსასმენად და მეორე ყური კი მარჯვენა მხრიდან მოსასმენად. შედეგად წარმოიშობა სიტუაცია, რომელსაც ჰქვია “ჩახშობის ეფექტი” და წარმოდგენილია პატარა გრაფიკი, რომელიც აჩვენებს რა ხდება:

თითოეული ყური მეტყველებისა და ხმაურის სხვადასხვა ნაზავს მიმღებლობს. შედეგად ტვინი დაასკვნის, როგორი ხმაური ან მეტყველება მიეწოდა თითოეული მხრიდან და მათ ინტენსივობათა თანაფარდეობის მიხედვით გაფილტროს ხმაურიც და სხვა არასასურველი ხმებიც. საბოლოო ჯამში, მეტყველების გაგება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ოდესმე შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ ერთი იმპლანტით.

თქვენ შეგიძლიათ უყუროთ ვიდეოს ბიჭის შესახებ, რომელსაც აქვს MED-EL-ის ორმხრივი კოხლეარული იმპლანტები.

თუ გსურთ გაიგოთ მეორე კოხლეარული იმპლანტის მიღების შესახებ, რათა მოისმინოთ ორმხრივად, ყოველთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თქვენს ადგილობრივ MED-EL-ის წარმომადგენელს

წყაროები

  1. ტარპე, ა. (2008) ცალმხრივი და მსუბუქი ორმხრივი სმენის დაქვეითება ბავშვებში: წარსული და ახლანდელი პერსპექტივები გაძლიერების ტენდენციები, 12 (1), 7-15.
  1. კიუნ-ინაქერი, ჰ., შეატა-დილერი, ვ., მიულერი, ჯ., ჰელმს, ჯ. (2004) ორმხრივი კოხლეარული იმპლანტანტები: ყრუ ბავშვებში სმენის აღქმის შესაძლებლობების ოპტიმიზაციის გზა? პედიატრიული ოტორინოლარინგოლოგიის საერთაშორისო ჟურნალი, 68, 1257-1266.

მადლობას გიხდით თქვენი შეტყობინებისათვის. ჩვენ რაც შეიძლება მალე გიპასუხებთ.

გამოგვიგზავნეთ შეტყობინება

ველი აუცილებელია

John Doe

ველი აუცილებელია

name@mail.com

ველი აუცილებელია

What do you think?

შეტყობინების გაგზავნა

© MED-EL Medical Electronics. ყველა უფლება დაცულია. საიტზე განთავსებული ყველა ინფორმაცია ზოგადი ხასიათისაა და არ უნდა იყოს მიღებული როგორც სამედიცინო რჩევა. დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან სმენის სპეციალისტს, რათა გაიგოთ რომელი საჭიროებაა თქვენთვის განკუთვნილი. ყველა პროდუქტი, მითითება ან ფუნქცია არაა ყველა ქვეყანაში დამტკიცებული.

მუშავდება კომენტარი

ბოდიში. დაფიქსირდა შეცდომა. გთხოვთ, სცადოთ თავიდან.

მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის. თქვენი კომენტარი გამოქვეყნდება დადასტურების შემდგომ.

დატოვეთ კომენტარი.