Miriam, MED-EL
გამოქვეყნებულია May 27, 2026
SONNET 3 თუ RONDO 3 — რომელი აუდიოპროცესორია თქვენთვის საუკეთესო?
ფიქრობთ, რომელი აუდიოპროცესორი აირჩიოთ — SONNET 3 თუ RONDO 3? ჩვენ დაგეხმარებით, უკეთ გაერკვეთ, რომელი მოდელი შეესაბამება ყველაზე მეტად თქვენს საჭიროებებსა და ცხოვრების სტილს.
ყურის უკან მოთავსებული თუ ერთიანი დიზაინი? უსადენო დამუხტვა თუ ბატარეის მოქნილი არჩევანი? ახალი აუდიოპროცესორის შერჩევისას მრავალი მნიშვნელოვანი დეტალია გასათვალისწინებელი, თუმცა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებით.
უმაღლესი ხარისხის სმენის ტექნოლოგია
სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, როგორც SONNET 3, ისე RONDO 3 დაგეხმარებათ საუკეთესო სმენის გამოცდილების მიღებაში Automatic Sound Management 3.0-ისა და Adaptive Intelligence-ის დახმარებით. იქნება ეს მანქანაში მუსიკის მოსმენა, ხმაურიან რესტორანში ოჯახთან ერთად დროის გატარება თუ სახლში მშვიდ გარემოში დასვენება — ეს ფუნქციები ავტომატურად ერგება გარემოს და შესაბამის პარამეტრებს თავად არჩევს.
ორმაგი ავტომატური ხმის კონტროლი (Dual-loop automatic gain control) ხმამაღალ ბგერებს უფრო კომფორტულს ხდის, ხოლო მშვიდ ხმებს — უფრო მკაფიოდ გასაგებს. გაუმჯობესებული ხმაურის შემცირების სისტემა და მეტყველებაზე ფოკუსირებული ორი მიკროფონი კი უზრუნველყოფს, რომ SONNET 3-ის ან RONDO 3-ის გამოყენებისას მნიშვნელოვანი საუბრები აღარ გამოგრჩეთ.
რადგან ორივე აუდიოპროცესორი უმაღლესი დონის ტექნოლოგიას გთავაზობთ, ხმის ხარისხში კომპრომისზე წასვლა საჭირო აღარ არის.
ყურის უკან მოთავსებული თუ ერთიანი დიზაინის?
MED-EL არა მხოლოდ მოწინავე ტექნოლოგიებზე ზრუნავს, არამედ დიზაინშიც ინოვაციასა და ფუნქციურობას აერთიანებს. თუ სათვალეს ატარებთ, შესაძლოა RONDO 3 თქვენთვის უფრო მოსახერხებელი იყოს, რადგან ის ყურზე არ თავსდება. მისი მარტივი დიზაინი განსაკუთრებით კომფორტულია იმ მომხმარებლებისთვისაც, ვისაც ხელის მოძრაობის შეზღუდვა აქვს.
ხოლო თუ უკვე შეჩვეული ხართ ყურის უკან მოთავსებულ სასმენ აპარატებს ან SONNET სერიის პროცესორებს, SONNET 3-ის ნაცნობი და უსაფრთხო დიზაინი შესაძლოა უფრო კომფორტული არჩევანი იყოს. მას აქვს ინოვაციური, მოქნილი ყურის სამაგრიც, რომელიც პროცესორს მყარად და კომფორტულად ამაგრებს, მიუხედავად თქვენი აქტიური ცხოვრების სტილისა.
მარტივი და პირდაპირი სტრიმინგი
ორივე აუდიოპროცესორზე შესაძლებელია ხმის პირდაპირი გადაცემა თქვენი სმარტფონიდან, პლანშეტიდან ან Smart TV-დან.
SONNET 3-ში პირდაპირი სტრიმინგის ფუნქცია უკვე ჩაშენებულია, ამიტომ დამატებითი მოწყობილობა აღარ დაგჭირდებათ. RONDO 3-ის შემთხვევაში კი საკმარისია პატარა AudioStream Adapter-ის შეერთება
ფერები და დიზაინის შესაძლებლობები
SONNET 3 ხელმისაწვდომია ექვს ფერში და შეგიძლიათ მიკროფონისა და ბატარეის საფარების ფერებიც ერთმანეთთან დააკავშიროთ — კომბინაციები თითქმის უსასრულოა.
RONDO 3-საც აქვს ექვსი ფერის საბაზისო საფარი. დამატებით, ორივე მოდელისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე დიზაინის დეკორატიული საფარები, რაც საშუალებას გაძლევთ აუდიოპროცესორი კიდევ უფრო მეტად მოარგოთ საკუთარ სტილს.
მზად წყლისთვის
როგორც RONDO 3, ისე SONNET 3 აღჭურვილია უმაღლესი IP დაცვის სტანდარტით, რაც მათ წყალგამძლეს ხდის. ამიტომ შეგიძლიათ წყლის სიახლოვესაც თავდაჯერებულად და მშვიდად იყოთ.* დამატებითი დაცვისთვის ხელმისაწვდომია WaterWear-ის სპეციალური საფარებიც.
ძლიერი ბატარეის არჩევანი
RONDO 3 უსადენო დამუხტვის მარტივ სისტემას იყენებს და ერთი დამუხტვით მთელი დღის განმავლობაში სმენის შესაძლებლობას გაძლევთ. მისი ბატარეა მრავალჯერადად დამუხტვადია, რაც ამცირებს როგორც ხარჯებს, ისე ნარჩენებს. გადაადგილებისას დამატებითი კომფორტისთვის შესაძლებელია დამტენი კაბელის გამოყენებაც.
SONNET 3-ის მოდულური დიზაინი კი ბატარეის რამდენიმე ვარიანტის არჩევის საშუალებას გაძლევთ, რათა თქვენი საჭიროებების მიხედვით საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღოთ. მაგალითად, მოგზაურობისას შეგიძლიათ ერთჯერადი ბატარეები გამოიყენოთ, ყოველდღიურობაში კი — დამუხტვადი.
ორი ერთჯერადი zinc-air ბატარეით შესაძლებელია 60 საათამდე მუშაობა.
დამუხტვადი ვარიანტებიდან კი:
- Micro Pro — 12 საათამდე მუშაობის დრო
- Standard Pro — 23 საათამდე მუშაობის დრო
მზად მომავლისთვის
ორივე აუდიოპროცესორი ხელმისაწვდომია ბიმოდალური მომხმარებლებისთვისაც — როდესაც ერთ მხარეს კოხლეარული იმპლანტია, ხოლო მეორეზე სასმენი აპარატი.
მიუხედავად იმისა, SONNET 3-ს აირჩევთ თუ RONDO 3-ს, ორივე შემთხვევაში მიიღებთ იმ ხარისხსა და საიმედოობას, რომლითაც MED-EL მსოფლიოში ცნობილია.
დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით RONDO 3-ისა და SONNET 3-ის პროდუქტის გვერდებს ან დაუკავშირდით MED-EL-ის წარმომადგენელს თქვენს რეგიონში.
წყაროები
Miriam
MED-EL
დაგეხმარათ ეს სტატია?
მადლობას გიხდით გამოხმაურებისთვის.
მეტი ინფორმაციისთვის დარეგისტრირდით
მადლობას გიხდით გამოხმაურებისთვის.
გთხოვთ, დატოვეთ თქვენი შეტყობინება ქვემოთ.
მადლობას გიხდით თქვენი შეტყობინებისათვის. ჩვენ რაც შეიძლება მალე გიპასუხებთ.
გამოგვიგზავნეთ შეტყობინება
ველი აუცილებელია
John Doe
ველი აუცილებელია
name@mail.com
ველი აუცილებელია
What do you think?
© MED-EL Medical Electronics. ყველა უფლება დაცულია. საიტზე განთავსებული ყველა ინფორმაცია ზოგადი ხასიათისაა და არ უნდა იყოს მიღებული როგორც სამედიცინო რჩევა. დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან სმენის სპეციალისტს, რათა გაიგოთ რომელი საჭიროებაა თქვენთვის განკუთვნილი. ყველა პროდუქტი, მითითება ან ფუნქცია არაა ყველა ქვეყანაში დამტკიცებული.
Miriam
MED-EL
Miriam
MED-EL