ტექნოლოგია

გაიცანით RONDO 2: არასოდეს ყოფილა ასე მარტივი

მოხარულები ვართ გაგაცნოთ ყველაფერი, რაც გაინტერესებთ კოხლეარული იმპლანტის რევოლუიურ აუდიო პროცესორზე – RONDO 2. ჩვენი უახლესი აუდიო პროცესორი ბაზარზე არის ერთადერთი, რომელიც უსადენოდ იტენება. შეგიძლიათ დაემშვიდობოთ ელემენტების შეცვლას, რადგან RONDO 2 გთავაზობთ 18 საათამდე უპრობლემოდ მოსმენას!

 

რა არისს RONDO 2?

RONDO 2 არის ჩვენი უახლესი აუდიო პროცესორი MED-EL-ის კოხლეარული იმპლანტებისთვის. როგორც სრულად უსადენოდ დატენვის ფუნქციის მქონე მოწყობილობა, ის პირველია ამ ტიპი აპარატებში მსოფლიოში. RONDO 2 არის ერთ ერთეულიანი აუდიო პროცესორი, რაც ნიშნავს, რომ სპირალი, ბატარეა და საკონტროლო განყოფილება გაერთიანებულია ერთ კომპაქტურ დიზაინში, რომელიც კომფორტულად თავსდება ყურს უკან. RONDO 2 არის 2013 წელს გამოშვებული RONDO-ს მეორე თაობა – ის იმ დროს იყო პირველი ერთ-ერთეულიანი აუდიო პროცესორი.

 

რა ხდის RONDO 2 აუდო პროცესორს ასეთ გამორჩეულს სხვებისგან?

RONDO 2 არის პირველი აუდიო პროცესორი ჩაშენებული მრავალჯერადი დატენვის ბატარეით, რომელიც შეიძლება დაიტენოს უსადენოდ. ეს ნიშნავს, რომ ელემენტები ყიდვისა და მათი შეცვლის დრო გავიდა! უბრალოდ მოათავსეთ RONDO 2 სატენ დაფაზე ღამით და გაღვძებისას ის სრულად დატენილი დაგხვდებათ, რაც ნიშნავს მთელი დღე სრულფასოვან სმენას.

 

ვის შეუძლია გამოიყენოს RONDO 2?

RONDO 2 თავსებადია ყველა MED-EL-ის მრავალარხიან კოხლეარულ იმპლანტთან, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩატარდა.SYNCHRONY, CONCERTO, MED-EL CONCERT, SONATA, PULSAR, C40+, ან C40 შიდა იმპლანტის მქონე პირებს შეუძლიათ ისარგებლონ RONDO 2-ის პროცესორით.

 

რამხელაა RONDO 2?

RONDO 2 არის საოცრად პატარა და კომპაქტური, მხოლოდ 46,8 მმ სიგანის და 35,8 მმ სისქის. ის იწონის 14.9 გრამს და 17%-ის მსუბუქია ორიგინალ RONDO-ზე. მას აქვს პატარა, კომპაქტური და გამარტივებული დიზაინი, რომელიც შეიძლება მთლიანად დაიმალოს თმის ქვეშ.

მისი სიმსუბუქისა და ყურზე შეუხებელი დიზაინის წყალობით, შეგიძლიათ მთელი დღე კომფორტულად ატაროთ. ძალიან მოეწონებათ მათ, ვინც სათვალეს იყენებს.

RONDO 2

 

როგორ იტენება RONDO 2 და რამდენ ხანს ძლებს ბატარეა?

RONDO 2-ს აქვს ინტეგრირებული ლითიუმ-იონური ბატარეა, რომელიც შეიძლება დაიტენოს უსადენოდ დატენვის დაფით, ბატარეების გამოცვლის გარეშე! 4 საათიანი დამუხტვა უზრუნველყოფს ბატარეის 18 საათამდე ხანგრძლივობას — იდეალურია დატენვისთვის ღამით. ეს გრძელვადიანი ბატარეის ხანგრძლივობა შესაძლებელია მაღალი ხარისხის პარამეტრების ან უკაბელო აქსესუარების გამოყენების დროსაც.

RONDO 2-ის უსადენო დატენვის დაფა იკვებება USB-ით თავსებადი ადაპტერის ან კომპიუტერის მეშვეობით. ჩვენ ვიცით, რომ ზოგჯერ ტექნიკა შეიძლება არასწორად ფუნქციონირებდეს, თუნდაც დასატენი დაფა. ამიტომ RONDO 2-სთვის ასევე ხელმისაწვდომია Mini Battery Pack – ელემენტების ჩასადები, რომელიც საშუალებას გაძლევთ ჩვეულებრივი AAA ბატარეით იმუშაოს პროცესორმა, ეს იმ შემთხვევაში, თუ დაგჭირდებათ სარეზერვო ვარიანტი, რომელიც დაახლოებით 35 საათი იმუშავებს.

 

რა ფერებშია ხელმისაწვდომი RONDO 2?

თუ გსურთ გახადოთ თქვენი პროცესორი უხილავი, RONDO 2-ის ფერების დიაპაზონი და დიზაინის საფარები გთავაზობთ შესანიშნავი სტილის ვარიანტებს. მოემზადეთ აღფრთოვანებისთვის!

პირველ რიგში, RONDO-ის დიზაინის საფარები ხელმისაწვდომია ხუთ ნეიტრალურ ფერში, დაწყებული ნაცრისფერიდან ყავისფერამდე და შავამდე, თითოეული ხელმისაწვდომია სადა ან პრიალა ფერით. ასევე, არსებობს 24 დიზაინის საფარი თმის დიზაინით, რომლებიც დაეხმარება RONDO 2-ს შეერწყას თმის ნებისმიერ ტონს, მათ შორის თეთრს, ქერას, წითელს და შავ შავ ფერს.

მათთვის, ვისაც უყვარს პროცესორის დაუფარავად და ამაყად ტარება, გაგიჭირდებათ თქვენი ფავორიტის არჩევა ყველა სხვა ფერადი და სახალისო დიზაინის საფარებიდან— იმდენი საოცარი ვარიანტია ხელმისაწვდომი. შეგიძლიათ გაერთოთ ველური ცხოველების პრინტებით, ითამაშოთ საყვარელი მეკობრეების და პრინცესების მულტფილმებით, ან ელეგანტურად ატაროთ შოტლანდიური ტარტანის დიზაინისა და ვიტრაჟების ნიმუშებით.

რა აქსესუარებით აქვს RONDO 2-ს?

არსებობს RONDO 2-ის დამაგრების მთელი რიგი ვარიანტები დამატებითი ფიქსაციისთვის! ესენია: ტანსაცმლის სამაგრი, თმაზე დასაფიქსირებელი სამაგრი, სათვალის დასამაგრებელი რგოლი და სპორტული თავსაბურავი.

 

როგორ დავუკავშირო RONDO 2 ჩემს მობილურს, მუსიკალურ ფლეიერს, ტელევიზორს და აშ.?

RONDO 2-ს შეუძლია შეუფერხებლად დაუკავშირდეს Bluetooth ხელსაწყოებსა და სმენის ინდუქციურ მარყუჟებს, რათა დაგეხმაროთ ხმაურიან გარემოში თქვენი საუკეთესო მოსმენით, მაგალითად, ოჯახურ შეკრებებზე ან რესტორნებში ALD-ის სხვადასხვა ვარიანტს შეუძლია ხმის გადაცემა თქვენს RONDO 2-ზე სმარტფონიდან, მუსიკალური ფლეერიდან, ტელევიზიიდან და სხვა. ვინაიდან ეს სისტემები იყენებენ Bluetooth და Telecoil ტექნოლოგიას, თქვენ არ გჭირდებათ ფიქრი მუდმივად განაახლოთ სმარტფონის პროგრამული უზრუნველყოფა ან გქონდეთ თავსებადი ტელეფონი. Bluetooth-ის ყელსაბამები, როგორიცაა Quattro 4.0 ან Artone 3 MAX მუშაობს ნებისმიერ Bluetooth მოწყობილობასთან, მათ შორის iPhone, Android და სხვა სმარტფონების უმეტესობასთან.

დაკავშირების კიდევ ერთი ვარიანტია Mini Battery Pack – ელემენტების ჩასადები აქსესუარი. დაკავშირების ეს სხვადასხვა ვარიანტი საშუალებას აძლევს RONDO 2-ს ადვილად დაუკავშირდეს თითქმის ნებისმიერ გარე აუდიო მოწყობილობას.

RONDO 2 და Bluetooth ტექნოლოგია

 

წყალგამძლეა RONDO 2?

დიახ, RONDO 2-ს აქვს სპეციალური დიზაინი, რომელიც იცავს ოფლისა და სხვა ტენიანობისგან, ასე რომ თქვენ არ ინერვიულებთ წვიმაში მოხვედრისას. RONDO 2-ის WaterWear აქსესუარით შეგიძლიათ მთელი დღე იცუროთ აუზებში, ტბებში, ოკეანეებში და სხვა, შესვენებისა და ელემენტების გამოცვლის საჭიროების გარეშე!

RONDO 2 ასევე არის მტვრისა და ოფლისადმი მდგრადი, რაც მას ძალიან საიმედოს ხდის. გარდა ამისა, საშრობი ნაკრები არ არის საჭირო RONDO 2-ისთვის, მისი ნესტისგან დამცავი დიზაინის გამო.

 

რამდენად მარტივია პარამეტრების შეცვლა?

RONDO 2 არის ყველაზე მარტივი გამოსაყენებელი აუდიო პროცესორი, რომელიც ოდესმე შექმნილა, ამიტომ ის იდეალური ვარიანტია მათთვის, ვისაც სურს თავიდან აიცილოს ბევრი ღილაკით დაბნეულობა ან ელემენტის შეცვლა. RONDO 2-ს აქვს ერთი მარტივი ჩართვის/გამორთვის ღილაკი. მას აქვს ყოვლისმომცველი მიკროფონი და შექმნილია ხმის ავტომატური მენეჯმენტით უკონტაქტო მართვისთვის, შემცირებულია პარამეტრების ცვლილებაში ჩარევა. ეს მარტივი ტარების ფუნქციები შეიძლება განსაკუთრებით სასარგებლო იყოს ბავშვებისთვის ან სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

თუმცა თუ გსურთ პარამეტრების შეცვლა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი მარტივი FineTuner დისტანციური მართვის პულტი კონკრეტულ სიტუაციებთან ადაპტაციისთვის.

 

რამდენად კარგია RONDO 2-ის ხმის ხარისხი?

>RONDO 2 აღჭურვილია Triformance-ით, რომელიც შექმნილია ჩვენი უნიკალური, ბუნებრივ სმენასთან მაქსიმალურად მიახლოვებული ტექნოლოგიით. თუ გსურთ შეიტყოთ მეტი, თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ Triformance ტექნოლოგიის შესახებ სტატიაში.

ზოგადად, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შიდა იმპლანტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი კოხლეარული იმპლანტაციისას ხმის ხარისხში. სწორედ ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ მოქნილი ელექტროდების ნაკრების ყველაზე ფართო დიაპაზონს, რათა შემოთავაზებული სმენა რაც შეიძლება ახლოს იყოს ბუნებრივ სმენასთან.

 

RONDO 2-ის გამოყენება უფრო იაფი ღირს, ვიდრე სხვა აუდიო პროცესორები?

მასში არაა კაბელები ან ერთჯერადი ელემენტები, ამიტომ RONDO 2-ის ტექნიკური ხარჯები ძალიან მინიმალურია. სინამდვილეში, დიზაინისა და ტექნოლოგიის გამო, RONDO 2 არის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი კოხლეარული იმპლანტის აუდიო პროცესორი, რადგან მას თითქმის არ აქვს ყოველდღიური ხარჯები მუშაობისთვის.

 

როგორ შევუკვეთო RONDO 2 ან გავიგო მეტი?

გსურთ იყოთ პირველი, ვინც გაიგებს, როდის იქნება ხელმისაწვდომი RONDO 2 თქვენს ქვეყანაში? დარეგისტრირდით აქ ყველა განახლების მისაღებად!

გსმენიათ SONNET 2-ის შესახებ? აღმოაჩინეთ, თუ როგორ არის შექმნილი კოხლეარული იმპლანტის აუდიო პროცესორი თქვენთვის.

გაქვთ რაიმე სხვა კითხვა RONDO 2-ის შესახებ? დატოვეთ კომენტარი ქვემოთ და ჩვენ პირდაპირ გიპასუხებთ!

მადლობას გიხდით თქვენი შეტყობინებისათვის. ჩვენ რაც შეიძლება მალე გიპასუხებთ.

გამოგვიგზავნეთ შეტყობინება

ველი აუცილებელია

John Doe

ველი აუცილებელია

name@mail.com

ველი აუცილებელია

What do you think?

შეტყობინების გაგზავნა

The content on this website is for general informational purposes only and should not be taken as medical advice. Please contact your doctor or hearing specialist to learn what type of hearing solution is suitable for your specific needs. Not all products, features, or indications shown are approved in all countries.

მუშავდება კომენტარი

ბოდიში. დაფიქსირდა შეცდომა. გთხოვთ, სცადოთ თავიდან.

მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის. თქვენი კომენტარი გამოქვეყნდება დადასტურების შემდგომ.

დატოვეთ კომენტარი.