რჩევები & ხრიკები მშობლებისათვის

განავითარეთ თქვენი შვილის უნარები მინანქრის ორცხობილებით (და მათი მირთმევით!) ორცხობილები

საუკეთესო რეჰაბილიტაციის აქტივობები ისაა, რომელსაც ხალისით ვაკეთებთ! ჩვენს სპეციალურ სტუმრის ბლოგში მოწვეულია ემა ბურტონი, Auditory Verbal UK-ის თერაპევტი. ის გაჩვენებთ, როგორ ასწავლოთ კოხლეარული იმპლანტის მქონე ბავშვს მათემატიკური სავარჯიშოები – და ამავდროულად გაერთოთ მასთან ერთად მხიარულად.

Auditory Verbal UK ასევე ამჟამად არის BBC Lifeline-ის მიმართვის ყურადღების ცენტრში. თუ თქვენ ცხოვრობთ დიდ ბრიტანეთში და გსურთ მიიღოთ მეტი ინფორმაცია საქველმოქმედო ორგანიზაციის შესახებ, იხილეთ ეს სპეციალური პროგრამა სარა კოქსთან ერთად.

 


 

როდესაც საქმე ეხება მათემატიკას, თითქმის ყველა ფიქრობს რიცხვებზე. მაგრამ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რიცხვები, არამედ ლექსიკაც. ბავშვები, რომლებსაც სრულფასოვანი სმენა აქვთ დაბადებიდან, ბუნებრივად აითვისებენ ამ ლექსიკას ყოველდღიური საუბრების მოსმენის საშუალებით. თუმცა, ბავშვებს, რომლებიც სმენადაქვეითებულნი არიან და კოხლეარული იმპლანტის მომხმარებელნი არიან, შეიძლება საჭირო გახდეს ახალი მათემატიკური ლექსიკის უფრო მიზანმიმართული გაცნობა.

ძალიან მარტივია ამ რეაბილიტაციის აქტივობების სახლში გაკეთება. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს შვილს ადრეული მათემატიკის უნარების განვითარებაში, მათ თამაშში და ყოველდღიურ საქმიანობაში რაოდენობის, ზომის, სივრცის, ფორმის, დროის, წონის, სიჩქარისა და ტემპერატურის გაცნობით.

სამზარეულოში ყოფნა უმეტესი ჩვენგანისთვის ყოველდღიური რუტინის ნაწილია, რაც თქვენს შვილს იდეალურ ადგილად აქცევს ამ მათემატიკური ცნებების მნიშვნელოვნად გამოყენების სანახავად. ბავშვებს ძალიან უყვართ სამზარეულოში დახმარება, ეს ძალიან სახალისოა მათთვის, ასევე მიიღებს ბონუსს თავისი და თქვენი მომზადებული კერძით! ერთ მშვიდ დღეს, როცა არსად გეჩქარებათ შეგიძლიათ მოამზადოთ რაიმე მარტივი, რაც თქვენს შვილს მოეწონება.

აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა მარტივი გამოსაცხობი აქტივობის გამოყენებისთვის, როგორიცაა ორცხობილები, რათა გააძლიეროს თქვენი შვილის მათემატიკური უნარების განვითარება.

 

მათემატიკური ლექსიკა პატარებისთვის

* როდესაც ყრით შაქარს ჯამში, შეგიძლიათ ცოტა დააბნიოთ გვერდით, რათა პატარა პრობლემა წარმოშვათ. შემდეგ დახედავთ ჯამს და იტყვით: ”ოო არა! ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი!”

** ღიმილით და მომლოდინით დაიჭირეთ შაქრის ფხვნილი ან წყლის ქილა თასს ზემოთ, რათა ბავშვმა გითხრათ „მეტი!“

*თუ შაქრის პუდრა ამოგეწურათ, შეგიძლიათ ჩახედოთ ჩანთაში და აღნიშნოთ: ”ოო არა! სულ დამთავრებულა!” შემდეგ აჩვენეთ თქვენს პატარას, რომ გაიგოთ რას ფიქრობს.

* შაქართან დაკავშირებით უთხარით თუ რამდენი გჭირდებათ კიდევ: ”ჩვენ გვჭირდება ბევრი!”

* წყალთან დაკავშირებით, უთხარით მას კიდევ რამდენი გჭირდებათ: ”ჩვენ გვჭირდება ძალიან ცოტა!” ან ”უბრალოდ წვეთი.”

* ასევე შეგიძლიათ თავად აარჩევინოთ: ”ბევრი გვჭირდება თუ ცოტა?”

* ”შეგიძლია მოძებნო დიდი ჯამი?” (დიდსა და პატარა ჯამებს შორის)

* ”შეგიუძლია მოძებნო პატარა კოვზი?” (დიდსა და პატარა კოვზებს შორის)

* ორცხობილების დარიგება: ”ერთი შენ”, ”ერთი მე”, ”ჩვენ გვაქვს ორი ორცხობილა!”

 

 

მათემატიკური ლექსიკა სკოლამდელი აღზრდისთვის

* ჩახედეთ რეცეპტს თქვენს სკოლამდელ ბავშვთან ერთად და წაახალისეთ, რომ იპოვონ ციფრები მასში: ”ჩვენ გვჭირდება ერთი ჭიქა შაქარი, ხედავ ციფრ ერთს?” ”ჩვენ გვჭირდება ხუთი ორცხობილა, ხედავ ციფრ ხუთს?”

* შეგიძლიათ შაქრის ფხვნილის ყუთი გახსნამდე აწონოთ ხელში და გააკეთოთ ვარაუდი: ”მე ვფიქრობ ეს ყუთი სავსეა, რადგან ის მძიმეა” ან ”მე ვფიქრობ ყუთი თითქმის ცარიელია, რადგან ის მსუბუქია”

* უხელმძღვანელეთ თქვენს ბავშვს, რომ გაზომოს შაქრის ფხვნილი და წაახალისეთ იგი: ”ჩვენ გვჭირდება შაქრის სავსე ჭიქა. შეგიძლია გაავსო ჭაქარი მთლიანად?” ”ჩვენ გვჭირდება ნახევარი ჭიქა შაქარი. შეგიძლია გაავსო ის ნახევრამდე? შესანიშნავია, ეს ზუსტან ნახევარი ჭიქაა.”

* წაახალისეთ პრობლების გადაჭრისას: ”ჩვენ გვჭირდება ხუთი ორცხობილა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ სამი გვაქვს. კიდევ რამდენი გვჭირდება?”

* თუ ორცხობილა გატყდება ყურადღება გადაიტანეთ მასზე: ”ოო არა, ის გატყდა ნახევრებას” ”შეხედე, ჩემი ბისკვიტი უფრო პატარაა”

* იყავით მხიარული და ამოიღეთ ახალი ორცხობილა პაკეტიდან: ” შეხედე, ახლა მე მაქვს მთლიანი ორცხობილა.”

* შესაძლოა გააფორმოთ ორცხობილები ტკბილეულით: ”მე გავუკეთებ ორცხობილას სახეს. მეჭირდება ორი წრე თვალებითვის. თვალები საჭიროა ზემოთ. გრძელი ხაზი პირისთვის. პირი კეთდება ქვემოთ სამკუთხედი ცხვირისთვის. ცხვირი კეთდება შუაში.

 

 

მათემატიკური ლექსიკა სკოლის ბავშვებისთვის

* გამოიყენეთ დროის ცნებები, როგორიცაა პირველი, მომდევნო, შემდეგ და ბოლო სანამ ემზადებით აქტივობისთვის: “სანამ ინგრედიენტებს გავზომავთ, საჭიროა ჭურჭლის პოვნა“. “მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვამზადებთ ტკბილეულს, შეგვიძლია გავაფორმოთ ჩვენი ორცხობილა.”

* ინსტრუქციების სირთულის გაზრდა: “პატარა ცისფერ თასში შეურიეთ ერთი ჭიქა შაქრის ფხვნილი, ერთი ჩაის კოვზი წყალი და სამი წვეთი საკვები საღებავი.”

* ისაუბრეთ ტექსტურებზე,  მსგავსებაზე და სხვა საკვებთან განსხვავებაზე: “მიღებული მინანქრის მასა ჯერ არის უხეში, ამობურცულებიანი და არაერთგვაროვანი. ცოტა ჰგავს ჩემს ფაფას დილით. მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ის იყოს გლუვი, აბრეშუმისებრი და თაფლივით მდნარი.”

გვაქვს თორმეტი ჟელე, რამდენი დაგვჭირდება თითოეულ ორცხობილაზე?”

* მინანქარი ჯერ კიდევ სველია. უნდა დაველოდოთ თხუთმეტი წუთი, სანამ დავაგემოვნებთ, რათა მინანქარი გაცივდეს და გამაგრდეს. მოდი შევხედოთ საათს. თხუთმეტ წუთში მზად იქნება…”

 

რომელი რეცეპტიც არ უნდა აირჩიოთ, გახსოვდეთ, რომ მთავარი თქვენ ხართ. წარმატებები!

 

მადლობა, ემა!

 

გსურთ მეტი სარეჰაბილიტაციო საქმიანობა სამზარეულოსთვის? აღმოაჩინეთ, თუ როგორ ასწავლოთ თქვენს შვილს ახალი სიტყვები ხილის სალათის მომზადებისას.

შეიტყვეთ მეტი როგორ მუშაობს კოხლეარული იმპლანტები და როგორ შეიძლება დაგეხმაროთ თქვენ ან თქვენს შვილს.

მადლობას გიხდით თქვენი შეტყობინებისათვის. ჩვენ რაც შეიძლება მალე გიპასუხებთ.

გამოგვიგზავნეთ შეტყობინება

ველი აუცილებელია

John Doe

ველი აუცილებელია

name@mail.com

ველი აუცილებელია

What do you think?

შეტყობინების გაგზავნა

The content on this website is for general informational purposes only and should not be taken as medical advice. Please contact your doctor or hearing specialist to learn what type of hearing solution is suitable for your specific needs. Not all products, features, or indications shown are approved in all countries.

მუშავდება კომენტარი

ბოდიში. დაფიქსირდა შეცდომა. გთხოვთ, სცადოთ თავიდან.

მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის. თქვენი კომენტარი გამოქვეყნდება დადასტურების შემდგომ.

დატოვეთ კომენტარი.