ტექნოლოგია

5 აღსანიშნავი ფაქტი ყურის შესახებ

ყოველდღიურად ვრწმუნდებით, რამდენად საოცარია ლოკოკინა (პოსტის დასაწყისში მოცემულ ფოტოზე წარმოდგენილია ლოკოკინა შიგნიდან) დღეს მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე აღსანიშნავი ფაქტი ყურის შესახებ.

1. ლოკოკინა ”ბგერას” ”სმენად” გარდაქმნის

ბგერის ტალღები პრაქტიკულად ყველგანაა. მიუხედავად იმისა, რომ ტვინი საოცარი ორგანოა, მას დამოუკიდებლად არ შეუძლია ხმის ტალღების ამოცნობა. ეს ლოკოკინას ფუნქციაა! ლოკოკინა არის ყურის არსებითი ნაწილი და ის პირდაპირაა დაკავშირებული ტვინთან.

როდესაც ყურში ხმოვანი ვიბრაციები შეიჭრება, ისინი ლოკოკინას სხვადასხვა ნაწილს მიეწოდება. ეს ხმოვანი ვიბრაციები ლოკოკინაში ელექტრულ სიგნალებად გარდაიქმნება და პირდაპირ ტვინს მიეწოდება. შემდეგ, ტვინის ნერვული უჯრედები ბგერას აღიქვამს, რაც სმენის შეგრძნებას იწვევს. ეს ყველაფერი მყისიერად ხდება.

2. ლოკოკინა ბარდის მარცვლის ზომისაა

ყველა ლოკოკინა დაუჯერებლად პაწაწინაა. ის დაახლოებით ბარდის მარცვლის ზომისაა და ვიზუალურად აღიქმება, როგორც პატარა ნამდვილი ლოკოკინას ნიჟარა. მაგრამ ამ უმცირეს ორგანოს შიგნით უამრავი მინიატურული სტრუქტურაა, რომლებიც შეთანხმებულად მოქმედებენ და ბგერას სმენად გარდაქმნიან. ისინი სპირალების სახით არიან დახვეული, თუ კი მათ გავშლით, საშალო ზომის ლოკოკინის სიგრძე დაახლოებით 31.5-მმ იქნება. ეს მილაკი ფუძეში შეიძლება რამდენიმე მილიმეტრი სიგანის იყოს, თუმცა მწვერვალისკენ მისი დიამეტრი მილიმეტრამდე მცირდება. აღნიშნული მცირე მანძილი სავსებით საკმარისია, რათა ბგერის ვიბრაცია სმენით შეგრძნებად გაერდაიქმნას.

3. ლოკოკინა დაახლოებით 20,000 ნერვულ უჯრედს მოიცავს

მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან ნაზია, ეს არ უშლის ხელს, რომ მასში უამრავი სპეციფიკური უჯრედი იყოს თავმოყრილი. მასში არის 20,000-ზე მეტი წამწამოვანი უჯრედი, რომელიც სრულად პასუხისმგებელია ბგერის ტალღების მიღებაზე და მის სმენად გარდაქმნაზე.

პოსტის დასაწყისში მოცემულ ფოტოზე წარმოდგენილია მისი ვიზუალი: მისი მწვანე ნაწილი სწორედ ეს 20,000 უჯრედის ნაწილებია. მისი მასშტაბის უკეთ აღქმისთვის გეტყვით, რომ თითოეული მწვანე უჯრედი არის 20 მიკრომეტრის სიგრძის (0,0007 ინჩი)! მწვერვალში პატარა წამწამოვანი სტრუქტურები ვიბრირებს ხმოვანი ტალღების საპასუხოდ, ხოლო შემდეგ ეს ვიბრაციები გარდაიქმნება ელექტრულ სიგნალებად უფრო დიდ მწვანე ნაწილში. ყვითელი არის სმენის ნერვის ნაწილი, ეს არის ერთგვარი გზა, რომლითაც იგზავნება ელექტრული სიგნალები პირდაპირ ტვინისაკენ.

4. განსხვავებული სმენის უჯრედები იწვევს სხვადასხვანაირი ხმის აღქმას

20 000 უჯრედიდან ყველა გავრცელებულია ლოკოკინას გასწვრივ, ან დაახლოებით 31,5 მმ. მაგრამ თუ თქვენ გააღიზიანებთ ორ სხვადასხვა წამწამოვან უჯრედს, გაიგონებთ ორ სრულიად განსხვავებულ ხმას. ეს ხდება იმის გამო, რომ წამწამოვანი უჯრედები განლაგებულია ლოკოკინას შიგნით, მემბრანის გასწვრივ. მემბრანა არის მოკლე და ხისტი ერთ ბოლოზე, ასე რომ, ის რეაგირებს მხოლოდ მაღალ ხმაზე (ჩიტის ჭიკჭიკზე), ხოლო მეორე ბოლო უფრო გრძელი და მოქნილია, ამიტომ რეაგირებს მხოლოდ დაბალ ხმაზე (როგორც დოლის დარტმა). ამას ეწოდება ,,ტონოტოპია”- ეს კი იმდენად საოცარია, რომ იმსახურებს ცალკე სტატიას, რომელზეც სხვა დროს ვისაუბრებთ!

5. ლოკოკინას შიგნით სითხე წარმოქმნის ტალღებს

მემბრანა ვიბრირებს, მაგრამ ის არ ვიბრირებს ჰაერში. სამაგიეროდ, ლოკოკინას ის ნაწილი, რომელასც ეხება წამწამოვანი უჯრედები და მემბრანა არის სავსე სპეციალური სითხით, ენდოლიმფით. იმის გამო, რომ ეს სითხე ჰაერზე მძიმეა, ის მეტი ძალით მოძრაობს, რათა წამწამოცვანმა უჯრედებმა და მემბრანამ უფრო ეფექტურად იმუშაოს. ეს ძალიან ჰგავს ზაფხულში ნიავის მოხვედრას სახეზე და მის საპირისპიროდ ძლიერი ტალღის მოხვედრას სანაპიროზე.

(კორტესის ორგანოს ფოტო რ.გლუკერტი, კ.ფალერი, ა. შროტ-ფიშერი, ჰ. რასკ-ანდერსენი; ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტი, ავსტრია)

გაქვთ კითხვები ლოკოკინას შესახებ ან იცით რაიმე ისეთი რაც ჯერ არ გვითქვამს?

მადლობას გიხდით თქვენი შეტყობინებისათვის. ჩვენ რაც შეიძლება მალე გიპასუხებთ.

გამოგვიგზავნეთ შეტყობინება

ველი აუცილებელია

John Doe

ველი აუცილებელია

name@mail.com

ველი აუცილებელია

What do you think?

შეტყობინების გაგზავნა

The content on this website is for general informational purposes only and should not be taken as medical advice. Please contact your doctor or hearing specialist to learn what type of hearing solution is suitable for your specific needs. Not all products, features, or indications shown are approved in all countries.

მუშავდება კომენტარი

ბოდიში. დაფიქსირდა შეცდომა. გთხოვთ, სცადოთ თავიდან.

მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის. თქვენი კომენტარი გამოქვეყნდება დადასტურების შემდგომ.

დატოვეთ კომენტარი.