ტექნოლოგია

როგორ მზადდება MED-EL-ის კოხლეარული იმპლანტი: ნაწილი 3

რამხელა ძალისხმევა იხარჯება კოხლეარული იმპლანტის დიზაინის შექმნისას?

ეს არის მესამე, და ბოლო ნაწილი MED-EL-ის კოხლეარული იმპლანტის წარმოების პროცესის შესახებ. წინა სტატიებში გაჩვენეთ, თუ როგორი ხელნაკეთია ჩვენი ელექტროდების ნაკრები და კოხლეარული იმლანტები.

ახლა კი, ჩვენ გაჩვენებთ ყველა კვლევასა და განვითარების პროცესებს, რომელსაც MED-EL-ში ვატარებთ: იმის საჩვენებლად, თუ რამხელა შრომაა ჩადებული ასეთი მოწინავე სამედიცინო მნოწყობილობის შესაქმნელად. სურათების ზოგიერთი ნაწილი ბუნდოვანია, რადგან ისინი შეიცავს ინფორმაციას პროდუქტების შესახებ, რომლებიც ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.

ახლა კი პირველი, რას მოიცავს კვლევა და განვითარება? MED-EL-ში არის ჩვენი უდიდესი კვლევითი და საინჟინრო გუნდის გონების და მათი სპეციალობების თანამშრომლობა – ფიზიკა, ელექტრონიკა, პროგრამირება, წარმოება, დიზაინი, ტესტირება და სხვა – ეს ყველაფერი კი მსოფლიო დონის კოხლეარული იმპლანტების დასამზადებლად.

ყოველი ახალი პროდუქტი იწყება დიზაინით. აქ, ჩვენი ერთ-ერთი მექანიკოსი ინჟინერი მუშაობს ახალი კოხლეარული იმპლანტის ფორმის დიზაინის შექმნაზე. (ბუნდოვანი) მან უნდა გაითვალისწინოს მთელი რიგი სხვადასხვა ფაქტორი, რათა დაამზადოს მსუბუქის და ძლიერის კომბინაცია, მცირე, მაგრამ უამრავი მახასიათებლით შეფუთული და სხვა. კვლევისა და განვითარების ინჟინრების სხვა გუნდებთან ერთად მუშაობით, მას შეუძლია მათი იდეები რეალობად აქციოს.

მას შემდეგ, რაც იმპლანტაციის ან ახალი ელექტროდის ნაკრების დიზაინის ყველა გეგმა მოწესრიგდება, მაშინ ჩვენ ვაგრძელებთ და ვქმნით პროტოტიპებს ტესტირებისთვის.

ზოგჯერ ეს პროტოტიპები არ ფუნქციონირებს და ზოგჯერ ისინი თითქმის ზუსტად იმ იმპლანტის მსგავსია, რომელსაც თქვენ მიიღებთ. სწორედ ამ პროტოტიპებს ვამოწმებთ და ვაანალიზებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ შექმნილი გვაქვს საუკეთესო იმპლანტი.

იმპლანტის ელექტრონული ტვინი კომპიუტერის ჩიპებშია. სწორედ ეს ჩიპები იღებენ ხმის ინფორმაციას აუდიო პროცესორიდან და აგზავნიან ლოკოკინაში ელექტრო იმპულსებით, 50,704-ჯერ წამში.

აქ, ჩვენი ელექტრო ინჟინერი ამოწმებს სხვადასხვა კომპიუტერულ სქემებს. მათი მუშაობის ანალიზით ჩვენ შეგვიძლია გავარკვიოთ, თუ რომელი დიზაინი მისცემს საშუალებას ჩვენს იმპლანტებს, რომ მივიღოთ სმენის საუკეთესო ხარისხი.

იგივე ეხება იმპლანტის ფიზიკურ კონსტრუქციას: ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ ახალ დიზაინს ან იმპლანტის წარმოების გზებს და ერთადერთი გზა იმის გასარკვევად, იმუშავებს თუ არა ისინი, არის მათი რეალურად დამზადება. აქ, ჩვენი ერთ-ერთი პროტოტიპის ინჟინერი მუშაობს იმპლანტის ახალ დიზაინზე. მისი მაგიდა ჰგავს იმ საწარმოო ადგილს, რომლებიც ჩვენ გაჩვენეთ ამ ისტორიის მე-2 ნაწილში, ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ვაწარმოებთ ჩვენს პროტოტიპებს იმავე სტანდარტებით, როგორც ჩვენს „ნამდვილ“ იმპლანტანტებს.

ჩვენ ასევე ვაკეთებთ ფიზიკურ ტესტირებას ყველა მასალაზე, რომელიც შედის იმპლანტაციაში: პლატინა-ირიდიუმის მავთულები, ტიტანის ქეისები და სხვა. მათზე ზემომედების სხვადასხვა პირობებით, გაზებით, ტემპერატურით, ქიმიკატებით, ელექტრული დენებით და სხვა, ჩვენ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ ვიყენებთ მხოლოდ საუკეთესო მასალას.

მაგალითად, აქ ჩვენი ერთ-ერთი მწარმოებელი ინჟინერი იკვლევს, თუ როგორ მოქმედებს სხვადასხვა ზედაპირული ჩარევა ტიტანზე, რომელიც გამოიყენება ჩვენს კოხლეარულ იმპლანტებში. იმის გამო, რომ იმპლანტის სილიკონის საფარი განსხვავებულად ეწებება სხვადასხვა ზედაპირს, ჩვენ უნდა შევამოწმოთ მასალების და ზედაპირების სრული სპექტრი, რათა დავრწმუნდეთ, რომ საუკეთესოს ვიყენებთ ჩვენს იმპლანტებში.

ამ ექსპერიმენტში ჩვენი მწარმოებელი ინჟინერი იყენებს პლაზმის დამუშავების სისტემას ტიტანის ზედაპირის დამუშავების სხვადასხვა გზების გამოსაკვლევად. ის ათავსებს ტიტანს ჰერმეტულ კამერაში და ავსებს კონკრეტული გაზებით, რომლებიც რეაგირებენ ენერგიაზე და ცვლის ტიტანს.

მაგრამ საკმარისი არ არის იმპლანტის კომპონენტების მხოლოდ ადამიანის თვალით შეხედვა. ჩვენ მეთოდურად ვამოწმებთ იმპლანტებს რეალურ პირობებში. ამისთვის, ჩვენი პროტოტიპის ინჟინრები აწარმოებენ იმპლანტის კომპონენტებს და სრულ იმპლანტებსაც კი, მხოლოდ იმ მიზნით, რომ მიიღონ მაქსიმალური შედეგი.

ქვემოთ არის ერთ-ერთი ოთახი, სადაც ჩვენ ვატარებთ მექანიკურ ტესტირებას.

მაგალითად, აქ ჩვენი ტესტირების ინჟინერი აანალიზებს ელექტროდის მასივის სიმტკიცეს, რომელიც დამზადებულია გარკვეული ტიპის პლატინა-ირიდიუმის სადენებით. მიღებული შედეგები დაგვეხმარება გავიგოთ, რა მასალების ნაზავი და წარმოების ნაბიჯები გვაძლევს საუკეთესო ბალანსს საიმედოობასა და მოქნილობას შორის. ამ გზით ჩვენ შეგვიძლია დავამზადოთ ყველაზე რბილი და მოქნილი ელექტროდების ნაკრები.

ჩვენი პროტოტიპების ყველაზე ექსტრემალურ პირობებში გამოცდით ვიცით, რომ ჩვენ შევქმენით საუკეთესო კოხლეარული იმპლანტი.

როდესაც ჩვენი ინჟინრები დაასრულებენ პროტოტიპის შექმნას, ის გადაიქცევა კოხლეარული იმპლანტის დიზაინად, რომელიც უკვე მზად არის წარმოებისთვის. ამ ეტაპზე ჩვენ მივდივართ ახალ „საწყისზე“: ელექტროდების მასივის დამზადება, კოხლეარული იმპლანტის წარმოება და შემდეგი თაობის დიზაინი.

 

ასე რომ, იმედია, მოგეწონათ იმ რთული პროცესის ნახვა, როგორ მზადდება ჩვენი კოხლეარული იმპლანტები MED-EL-ში. ჩვენ ვამაყობთ ინჟინრების, მკვლევრების, ტექნიკოსებისა და მთელი გუნდით, რომლებიც თქვენ გაგაცანით, ისინი მუშაობენ საუკეთესო ხარისხის კოხლეარული იმპლანტის შექმნისთვის. ჩვენ ამ ყოველივეს 25 წელზე მეტია ვაწარმოებთ, და მომავალშიც გავაგრძელებთ ხარისხის გაზრდას, რათა შევქმნათ უმაღლესი ხარისხის კოხლეარული იმპლანტები.

 

გსურთ გაიგოთ მეტი სმენასა და კოხლეარულ იმპლანტებზე? ნახეთ მომდევნო საინტერეო სტატიები MED-EL-ის ბლოგში:

  • კოხლეარული იმპლანტის ელექტროდების ნაკრების მიმოხილვა
  • 5 გამაოგნებელი ფაქტი ყურის შესახებ
  • ყურის ფოტოები: ლოკოკინას სიღრმეში
  • როგორ ვამოწმებთ SONNET-სა და RONDO-ს წყალგამძლეობას

და ბოლოს, არ დაგავწყდეთ გამოიწეროთ MED-EL-ის ბლოგი, რათა მიიღოთ უახლესი ინფორმაცია!

მადლობას გიხდით თქვენი შეტყობინებისათვის. ჩვენ რაც შეიძლება მალე გიპასუხებთ.

გამოგვიგზავნეთ შეტყობინება

ველი აუცილებელია

John Doe

ველი აუცილებელია

name@mail.com

ველი აუცილებელია

What do you think?

შეტყობინების გაგზავნა

სახელი

მუშავდება კომენტარი

ბოდიში. დაფიქსირდა შეცდომა. გთხოვთ, სცადოთ თავიდან.

მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის. თქვენი კომენტარი გამოქვეყნდება დადასტურების შემდგომ.

დატოვეთ კომენტარი.