ტექნოლოგია

კოხლეარული იმპლანტები: როგორ განისაზღვრება ახალგაზრდაა თუ ხანდაზმული იმპლანტის მიმღები პირი?

კოხლეარული იმპლანტაცია გახდა ძალიან ხშირი მკურნალობა სმენის დაკარგვისას. თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ იყო: 1990-იან წლებში იყო ბევრი მკაცრი მოთხოვნა, რომელიც დღვანდელ მიმღებთაგან ბევრს გამორიცხავდა.

იმ ხალხის რაოდენობა, რომლებიც სამედიცინო კუთხით მიჩნეულნი არიან კოხლეარული იმპლანტის მიმღებად, ახლა ბევრად უფრო გაიზარდა, შედეგად კი ბევრს გაუჩნდა კითხვა: არის თუ არა ისეთი ასაკი, როცა ძალიან ახალგაზრდა ან ძალიან მოხუცია ადამიანი იმისთვის, რომ მიიღოს კოხლეარული იმპლანტი?

მოდით ვნახოთ, რას გვეუბნება დღევანდელი მტკიცებულება.

რამდენად ახალგაზრდაა ზედმეტად ახაალგაზრდა?

სმენის ღრმა დაქვეითებით დაბადებული ბავშვისთვის, რომლის მკურნალობა შეუძლებელია სმენის აპარატით, კვლევები აბსოლუტური დარწმუნებით აჩვენებს, რომ ადრეული იდენტიფიკაცია და ჩარევა, როგორიცაა კოხლეარული იმპლანტაცია, განაპირობენს უკეთესი სმენისა და მოსმენის უნარების ჩამოყალიბებას.

სიცოცხლის პირველი სამი წლის განმავლობაში ბავშვის ტვინი ჯერ კიდევ აშენებს თავის ტვინის ნერვულ კავშირებს. სმენის დაქვეითების მქონე ბავშვისთვის ეს ნიშნავს, რომ ამ წლების განმავლობაში ბავშვის ტვინი გაცილებით მარტივად ადაპტირება კოხლეარული იმპლანტის ელექტრულ სტიმულებთან. ბავშვისთვის, რომელიც თავიდანვე იღებს შესაბამის ჩარევას კოხლეარული იმპლანტით, მისი სმენა უფრო მიახლოებული იქნება ,,ნორმალურ სმენასთან”.

,,ოცი წლის წინ კოხლეარული იმპლანტის მიმღებ პირებს ადარებდნენ ასაკის შესატყვის სმენადაქვეითებულ ბავშვებს, რომლებიც იყენებდნენ მაღალი სიმძლავრის სმენის აპარატებს, დღესდღეობით მათ ადარებენ ასაკის შესაფერის, ნორმალური სმენის მქონე ბავშვებს.”

სხვა კვლევამ შეისწავლა 2,5 წლიდან 21 წლამდე ასაკის 53 ბავშვი. აღმოჩნდა, რომ 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვებს, რომლებსაც ჩაუტარდათ კოხლეარული იმპლანტაცია არ ჰქონდათ სმენის გაუმჯობესების ისეთი შედეგი, როგორიც უფრო ნაკლები ასაკის, დაბადებიდან სმენისდაქვეითებულ ბავშვებს, სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ ორ წლამდე იმპლანტაციით, ბავშვები უკეთეს შედეგებს აღწევენ, ვიდრე მოზრდილები.

ასე რომ, როდის არის საუკეთესო ასაკი კოხლეარული იმპლანტაციისთვის? და მაინც, საქმე ეხება იმ ადგილის რეგულაციებს, სადაც ცხოვრობთ. მაგალითად, FDA-მ დაამტკიცა კოხლეარული იმპლანტაცია 12 თვის ასაკის ბავშვებში.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გვახსოვდეს, ისაა, რომ ეს ეხება მხოლოდ იმ შემთხვევებს, თუ ბავშვს დაბადებიდან აქვს სმენის ღრმა დაქვეითება და სმენის აპარატები ვერ დაეხმარა. ბავშვისთვის, რომლის სმენის დაქვეითება პროგრესირებადია, არ აქვს მნიშვნელობა 2 წლისაა, 10-ის თუ 15-ის, მნიშვნელოვანია, რომ სმენის დაქვეითება დროულად აღმოაჩინოთ.

ძირითადად, როგორიც არ უნდა იყოს ბავშვის ასაკი, ადრეული ჩარევა უკეთეს შედეგს გვაძლევს.

არსებობს თუ არა შეზღუდვა ხანდაზმულ პირებში?

მეორეს მხრივ, ვინც სამოცდაათი, ოთხმოცი ან თუნდაც ოთხმოცდაათი წლისაა, შეიძლება შეხედოს კოხლეარულ იმპლანტს და იფიქროს, რომ არ არის შესაფერისი ასაკთან ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ეს არ შეესაბამება სიმართლეს: კოხლეარული იმპლანტის სარგებელი შეიძლება იყოს უზარმაზარი და ასაკთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების უმეტესობა არ გამორიცხავს კოხლეარული იმპლანტის მიღებას. მათ შესაძლოა ჰქონოდათ სმენის პროგრესირებადი დაქვეითება ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ან ეს შეიძლება იყოს სმენის უეცარი დაკარგვა დაავადების ან ტრავმის გამო.

ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ კოხლეარული იმპლანტის მქონე ხანდაზმული პირები აჩვენებენ „მნიშვნელოვან გაუმჯობესებას მეტყველების აღქმის ქულებში იმპლანტაციის შემდეგ“. უმცროსი ასაკის კოხლეარული იმპლანტის მქონე პირბ კი უკეთესად მუშაობენ, ვიდრე ხანდაზმულები, რადგან ისინი უფრო ცოტა ხანს იყვნენ ყრუები, ვიდრე ასაკოვანი პირები.

ეს იმიტომ ხდება, რომ ზრდასრულთათვის, ისევე როგორც ბავშვებისთვის, წარმატების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწინდარია სმენის დაქვეითების ხანგრძლივობა – ადრეულმა ჩარევა კი უკეთეს შედეგს გვაძლევს. არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკისაა ზრდასრული, სმენის დაქვეითებასა და მკურნალობას შორის ხანმოკლე ინტერვალი უკეთესს სმენას განაპირობებს.

ამის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ბლოგის პოსტი: 10 ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს სმენაზე მოზრდილებში კოხლეარული იმპლანტით.

როგორც ახალგაზრდა, ისე ხანდაზმულმა პირებმა აჩვენეს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მეტყველების ამოცნობისა და სმენის მხრივ კოხლეარული იმპლანტის მიღების შემდეგ.

კოხლეარული იმპლანტაცია კი უფრო ეხმარება, არა მხოლოდ მეტყველებას, არამედ კვლევების მიხედვით, ის ასევე ეხმარება მუსიკის მოსმენას. MED-EL-ის კოხლეარული იმპლანტის 81 მიმღებთა კვლევაში, ხანდაზმულები „მნიშვნელოვნად არ განასხვავებენ ახალგაზრდებისგან [understanding]მუსიკის ისეთ თვისებებს, როგორიცაა ხმა და ტემბრი.”

 

თუ გსურთ გაიგოთ მეტი სმენის დაკარგვის სხვადასხვა ტიპების შესახებ, იხილეთ ჩვენი სმენის დაკარგვის ისტორიები

გსმენიათ SONNET 2-ის შესახებ? გაიგეთ თუ როგორაა შექმნილი ჩვენი უახლესი კოხლეარული იმპლანტის პროცესორი თქვენთვის.

გამოიწერეთ ბლოგი, რათა შეიტყოთ უახლესი ამბები სმენის დაქვეითებისა და კოხლეარული იმპლანტაციის შესახებ!

 

ცნობები

  1. ვინცენტი, ვ., ბაციუ, ა., გუიდა, მ., მარა, ფ., ბერტოლდი, ბ., ბაციუ, ს., პასანისი, ე. (2014) პედიატრიული კოხლეარული იმპლანტაცია: განახლება იტალიური პედიატრიული ჟურნალი. 40 (72). 10.1186/s13052-014-0072-8.
  2. გრათაკაპ, მ., თიერი, ბ., რუილონ, ი., მარლინ, ს., გარაბედიან, ნ., & ლოუნდონ, ნ. (2015) პედიატრიული კოხლეარული იმპლანტაცია ნარჩენი სმენის კანდიდატებში. ოტოლოგიის, რინოლოგიისა და ლარინგოლოგიის ჩანაწერები 124 (6):443-51. 10.1177/0003489414566121.
  3. ჰემან-აკა, ს.ი., როლანდ, ჯ.თ. ჯრ., ჰეინეს, დ.ს., & უალთცმანი, ს.ბ. (2012) პედიატრიული კოლეარული იმპლანტაცია: კანდიდატურის შეფასება, სამედიცინო და ქირურგიული მოსაზრებები და კრიტერიუმების გაფართოება. ოტორინოლარინგოლოგიის კლინიკები ჩრდილოეთ ამერიკაში. 45 (1):41–67. 10.1016/j.otc.2011.08.016.
  4. კიმ, ლ.ს., ჯონგი, ს.ვ., ლიი, ი.მ., კიმ, ჯ.ს. (2010) კოხლეარული იმპლანტაცია Auris Nasus Larynx. 37(1):6–17. 10.1016/j.anl.2009.09.011.
  5. კოსეტი, მ.კ., უალთცმანი, ს.ბ. (2011) კოხლეარული იმპლანტები: მიმდინარე მდგომარეობა და სამომავალო პოტენციალი. სამედიცინო მოწყობილობების საექსპერტო მიმოხილვა. 8(3):389-401. 10.1586/erd.11.12.
  6. ბუდენც, ს.ლ., კოსეტი, მ.კ., კოელიო, დ.ჰ., ბირენბაუმი, ბ., ბაბ, ჯ., უალთცმანი, ს.ბ., & როემ, პ.ს. (2011) კოხლეარული იმპლანტაციის ეფექტი ხანდაზმულებში მეტყველების აღქმაზე. ამერიკის გერიატრიული საზოგადოების ჟურნალი. 59(3): 446-53. 10.1111/j.1532-5415.2010.03310.x.
  7. ფრიდლანდ დ.რ., ვენიკ ჰ.ს., ნიპარკო ჯ.ქ. (2003). ყურის არჩევა კოხლეარული იმპლანტაციისთვის: ანამნეზის და ნარჩენი სმენის ეფექტი პროგნოზირებულ პოსტოპერაციულ შედეგზე. Otol Neurotol. 24(4):582–589.
  8. ტაილერ რ.ს., სამერფილდი, ა.ქ. (1996). კოხლეარული იმპლანტაცია: ურთიერთობა სმენის დაქვეითების კვლევასა და აკლიმატიზაციის შესახებ. ყურით მოსმენა: 17(3):38S–50S.
  9. ცვოლან, თ.ა., ჰენიონ, კ., ზიგელ, პ., რანჯ, ს. (2014). ასაკის როლი კოხლეარული იმპლანტის შესრულებაზე, გამოყენებასა და ჯანმრთელობის სარგებლობაზე: მულტიცენტრული კლინიკური კვლევა. Otol Neurotol. 35(9):1560-8. 10.1097/MAO.0000000000000583.
  10. პაპაედელის, გ. (2014). მუსიკის აღქმა კოხლეარული იმპლანტის ხანდაზმულ მომხმარებლებში. მტკიცებულება ასაკთან დაკავშირებული დაქვეითების სწრაფი დროებითი დამუშავების შესახებ. პროცედია – სოციალური და ქცევითი მეცნიერებები 126:107-108 10.1016/j.sbspro.2014.02.331.

მადლობას გიხდით თქვენი შეტყობინებისათვის. ჩვენ რაც შეიძლება მალე გიპასუხებთ.

გამოგვიგზავნეთ შეტყობინება

ველი აუცილებელია

John Doe

ველი აუცილებელია

name@mail.com

ველი აუცილებელია

What do you think?

შეტყობინების გაგზავნა

სახელი

მუშავდება კომენტარი

ბოდიში. დაფიქსირდა შეცდომა. გთხოვთ, სცადოთ თავიდან.

მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის. თქვენი კომენტარი გამოქვეყნდება დადასტურების შემდგომ.

დატოვეთ კომენტარი.