ტექნოლოგია

თავის ჩრდილის ეფექტი და კოხლეარული იმპლანტები

ორივე ყურით მოსმენას სამი ძირითადი უპირატესობა აქვს, რომლებიც ცნობილია როგორც ორმხრივი სმენა. წინა პოსტებში ჩვენ ვისაუბრეთ, თუ რამდენად აუცილებელია ორმხრივი სმენა ხმის ლოკალიზაციისთვის და როგორ აუმჯობესებს ის მეტყველების გაგებას ხმაურში, და ახლა დროა ვისაუბროთ მესამე მნიშვნელოვან სარგებელზე. ეს დაკავშირებულია ეფექტთან, რომელსაც ეწოდება “თავის ჩრდილის ეფექტი”.

რაში მდგომარეობს თავის ჩრდილის ეფექტი?

თავის ჩრდილის ეფექტი არის ცალმხრივი სიყრუის შედეგი. როდესაც ერთ ყურში არის სმენის დაქვეითება, მაშინ მეორე ყურის გადასაწყვეტია ხმოვანი ინფორმაციის გადამუშავება თავის ორივე მხრიდან. ამიტომაც მას ჩრდილს უწოდებენ: თავი ისე ბლოკავს ხმას, როგორც მზის შუქს.

იმის მიხედვით, პირს ცალმხრივი სიყრუე აქვს თუ ორივე ყურში ნორმალური აქვს სმენა, თავის ჩრდილს სხვადასხვა ეფექტი გააჩნია.

თავის ჩრდილის ეფექტი ცალმხრივი სიყრუისას

ძირითადად, ცალმხრივი სიყრუის მქონე პირისთვის თავის ჩრდილს შეუძლია მნიშვნელოვანი ბგერათა ბლოკირება მეორე ყურამდე მიწოდებამდე. იმის გასაგებად, თუ რა ხდება, წარმოვიდგინოთ ბიჭი, სახელად დეივი. დეივს აქვს სმენა დაქვეითებული მარჯვენა ყურში და ნორმარულად ესმის მარცხენა ყურით.

ვინაიდან სმენის დაქვეითება მის მარჯვენა მხარესაა, ხმები ყველა მიმართულებიდან (მარცხნივ და მარჯვნივ, წინ და უკან) ისმის მხოლოდ მარცხენა ყურიისკენ. ეს ნიშნავს, რომ ხმები მარჯვენა მხრიდან არის ჩრდილში და მოუწევს მის გარშემო შემოვლა, რომ გაიგონოს. ფაქტობრივად, ეს ჩრდილი განაპირობებს დეივის მარჯვენა მხარის ხმებს დაახლოებით 7 დბ-ით ნაკლებად, ვიდრე მისი მარცხნიდან, კონკრეტული სიხშირედან გამომდინარე.

ეს არა მხოლოდ განაპირობებს ხმების ჩუმად გაგონებას, არამედ შეიძლება გაართულოს მათი გაგებაც. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ხმაურიან სიტუაციებში. იფიქრეთ დეივზე: თუ ის ესაუბრება ვინმეს მის წინ, მაგრამ მარცხენა მხარეს ძლიერი ხმაა, მის მარცხენა ყურს მოუწევს როგორც საუბრის, ასევე ხმაურის ხმების დამუშავება ეს ნიშნავს, რომ წინა, უკანა და მარჯვენა მხრიდან ბგერები უფრო რთული მოსასმენი იქნება და მეტყველება კი უფრო რთული გასაგები.

თავის ჩრდილის ეფექტი ორმხრივი სიყრუისთვის

ვისაც აქვს კოხლეარული იმპლანტი და შეუძლია ორმხრივი გაგონება, თავის ჩრდილი თითქმის საპირისპიროს აკეთებს: ადრე ბლოკავდა მნიშვნელოვან ბგერებს, ახლა კი ის ბლოკავს უმნიშვნელო ბგერებს იმპლანტირებული ყურზე.

დეივისთვის ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია გამოიყენოს კოხლეარული იმპლანტი ბგერების გაგონებისთვის, როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ყურით თუ ეს ხმაური ისევ მარცხნივ არის, მისი თავი დაბლოკავს ხმაურს, მაგრამ არა მეტყველებას.

თავის ჩრდილის ეფექტი კოხლეარული იმპლანტით.

მარჯვნივ არის დიაგრამა, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ ხდება ეს:

ხმაური მარცხენა მხრიდან კვლავ მიაღწევს მის მარცხენა ყურს, მაგრამ თავი ბლოკავს მის მარჯვენა ყურამდე მისვლას. მისი მარჯვენა ყური ისმენს მხოლოდ მეტყველებას ხმაურის ჩარევის გარეშე, ამიტომ მისი გაგება უფრო ადვილი იქნება.

 

ახლა დეივს შეუძლია ნათლად გაიგოს ხმა და გაარჩიოს, ის მარცხენა მხრიდან მოდის თუ მარჯვენა. და ვის არ მოეწონება ეს?

 

გაქვთ სმენის დაქვეითება ერთ ყურში? თუ სმენის დაქვეითებამ სერიოზულად იმოქმედა თქვენს ცხოვრებაზე, არ დაკარგოთ იმედი. გაიგეთ, თუ როგორ შეუძლია დაგეხმაროს MED-EL-ის კოხლეარული იმპლანტებს ისევ გაიგონოთ ორივე ყურით, დახმარებისა და მხარდაჭერისთვის დაგვიკავშირდით: კოხლეარული იმპლანტები ცალმხრივი სიყრუის დროს.

 

 

წყაროები

  1. მიულერ, ჯ., შონ, ფ.,ჰელმს, ჯ. (2002) მეტყველების გაგება სიჩუმესა და ხმაურში კოხლეარული იმპლანტის სისტემის MED-EL COMBI 40/40+ ორმხრივ მომხმარებლებში ყური და სმენა, 23, 198-206

მადლობას გიხდით თქვენი შეტყობინებისათვის. ჩვენ რაც შეიძლება მალე გიპასუხებთ.

გამოგვიგზავნეთ შეტყობინება

ველი აუცილებელია

John Doe

ველი აუცილებელია

name@mail.com

ველი აუცილებელია

What do you think?

შეტყობინების გაგზავნა

სახელი

მუშავდება კომენტარი

ბოდიში. დაფიქსირდა შეცდომა. გთხოვთ, სცადოთ თავიდან.

მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის. თქვენი კომენტარი გამოქვეყნდება დადასტურების შემდგომ.

დატოვეთ კომენტარი.