ტექნოლოგია

სტატიაში მოცემულია თუ რას ფიქრობენ ჩვენი კოხლეარული იმპლანტის მოხმარებლები ახალ AudioLink-ზე

AudioLink არის MED-EL-ის ახალი ჯიბის მოწყობილობა ხმისა და მუსიკის დასაკავშირებლად ნებისმიერი წყაროდან პროცესორებში: SONNET, SONNET 2 ან RONDO 3.

ჩვენ ვთხოვეთ კოხლეარული იმპლანტის მომხმარებლებს მთელი მსოფლიოდან, რომ შეემოწმებინათ AudioLink . გააგრძელეთ კითხვა იმის გასაგებად თუ რა შედეგი მიიღეს მათ.

მორგანი, აშშ

ორმხრივი იმპლანტების, SONNET 2-სა და AudioLink-ის მომხმარებელი

”ძალიან მომწონს ის ტელევიზორის ყურებისას, მისი პირველივე გამოყენებისას მივხვდი, რომ აღარ მჭირდება სუბტიტრებით ფილმების ყურება”.

კომფორტულობა 5-დან 5 ვარსკვლავი
გამოყენების სიმარტივე 5-დან 4 ვარსკვლავი
ხმის ხარისხი 5-დან 5 ვარსკვლავი

მე ძალიან მიყვარს მუსიკის მოსმენა, მაგრამ არ მომწონს, რომ იძლებული ვარ დიდი ყურსასმენები მოვირგო  პროცესორის გარშემო. AudioLink კი არის ძალიან კარგი საშუალება მუსიკის მოსმენისთვის! მუსიკიდან გამომდინარე, რომელსაც თქვენ უსმენთ, თავდაპირველად შესაძლოა არ იყოს მისი ხმა სუფთა. თუმცა, აღმოვაჩინე, რომ თუ თქვენ გააუმჯობესებთ მუსიკის ხარისხს ტელეფონის ფუნქციებიდან და ეს დაეხმარება მუსიკას რომ არ ჰქონდეს უსიამოვნო ჟღერადობა.

AudioLink-ის დახმარებით ტელევიზორის ყურებისას, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ხალხი, რომელიც საუბრობს არის ჩემს გვერდით, და ეს ძალიან მომწონს. ყველაფრის ხმა ისმის ძალიან გარკვევით და მესმის ტელევიზორიდან ისეთი დეტალებიც კი, რომელის შესახებაც არც კი ვიცოდი რომ არსებობდა, როგორიცაა კარების ხმა ან ჩიტების ჭიკჭიკი.

რაც შეეხება ზომას, ის არის ბევრად უფრო პატარა, ვიდრე ვფიქრობდი და საოცრად მოსახერხებელი, როდესაც ის დამაგრებული მაქვს მაისურზე ან ჯიბეზე.

 

ლუკა, ხორვატია

ორმხრივი იმპლანტების, SONNET 2-სა და AudioLink-ის მომხმარებელი.

”ძალიან მომწონს ის, როდესაც ვთამაშობ როლურ თამაშებს ჩემს კომპიუტერში ბევრი მოთამაშეებთან ერთად.
ახლა უკვე შემიძლია გავიგონო ისეთი ხმები, როგორიც არის ფეხის ნაბიჯების ხმა ან ისეთი დაბალი ხმები, რომელიც სხვა მოთამაშეებს თითქმის არ ესმით”

მაიკლი, ავსტრალია

ორმხრივი იმპლანტების, SONNET 2-სა და AudioLink-ის მომხმარებელი.

”AudioLink-მა ჩემი ცხოვრება ძალიან გაამარტივა”

კომფორტულობა 5-დან 5 ვარსკვლავი
გამოყენების სიმარტივე 5-დან 5 ვარსკვლავი
ხმის ხარისხი 5-დან 5 ვარსკვლავი

მე ვიყენებ AudioLinks ყოველთვის – ტელევიზორის ყურებისას, ტელეფონზე საუბრისას, მუსიკის მოსმენისას. ხმა ისმის შესანიშნავად და მუსიკასაც ბევრად უფრო სუფთა ჟღერადობა აქვს, ვიდრე მანამდე.

ძალიან მომწონს მისი დისტანციური მიკროფონი, რომელიც პირველად გამოვიყენე ბარში მეგობრებთან ერთად სადილობისას, სადაც უამრავი ხალხი და შესაბამისად, ხმაური იყო. მე დავდე ჩემი AudioLink მაგიდის ცენტრში და გამაოცა მისმა მუშაობა!

როდესაც ეზოში ვარ გასული, მე ვაძლევ ჩემს AudioLink-ს ბავშვებს და ისინი მეუბნებიან თუ რამე დასჭირდებათ – ეს საოცარია და ბავშვებსაც ძალიან მოსწონთ ის.

მე გამაოცა მისმა ზომამ, იმდენად პატარაა ეს მოწყობილობა – ჯიბეშიც კი თავსდება.

ბარბარა, გერმანია

ორმხრივი იმპლანტების, RONDO 3-სა და AudioLink-ის მომხმარებელი

”ყველაზე ძალიან მომწონს ტელეფონზე საუბარი სტრესისა და დაძაბვის გარეშე. ტელეფონზე საუბრისას AudioLink-ზე კარგი საშუალება არ არსებობს”

კომფორტულობა 5 ვარსკვლავიდან 5
გამოყენების სიმარტივე 5 ვარსკვლავიდან 5
ხმის ხარისხი 5 ვარსკვლავიდან 4

ძალიან მომწონს AudioLink-ის მრავალმხირვი შესაძლებლობები, რომელიც საუკეთესოა ყოველდღიური გამოყენებისთვის. მისი ზომა ძალიან მოსახერხებელია, მარტივად თავსდება ჯიბეში. ასევე ძალიან მომწონს ხმის ხარისხი და ფუნქციები, ვაკავშირებ AudioLink-ს ჩემს ანდროიდ სმარტფონთან და შემდეგ ვუკავშირდები ტელევიზორს, ეს ყველაფერი კი ძალიან მარტივია.

დისტანციური მიკროფონის ფუნქციას კი ყველაზე ხშირად, მაგალითად ჩემს მეგობართან ერთად მოგზაურობისას, მე ვდებ AudioLink-ს საჭესთან და ამ გზით მარტივად მესმის რას მეუბნება იგი მანქანის მართვისას, ფონური შემაწუხებელი ხმების გარეშე. ეს მართლაც , რომ საოცარი შვებაა!

 

მიქაელა, ფლორიანის დედა, ავსტრია

ორმხრივი იმპლანტების, SONNET 2-სა და AudioLink-ის მომხმარებელი

”AudioLink-ის პირველად გამოყენებისას ფლორიანმა დაიწყო ცეკვა” ეს ძალიან სასიამოვნო იყო! ის ასევე ძალიან კარგია მუსიკის მოსმენისას და ტელეფონის გამოყენებისას – ასე მას ბევრად უკეთ ესმის საუბარი”

ტომასი, გერმანია

ორმხრივი იმპლანტების, SONNET/SONNET 2-სა და AudioLink-ის მომხმარებელი

”AudioLink არის საოცრად პრაქტიკული. მისი ტარება ყველგან არის შესაძლებელი და მოსახერხებელია ნებისმიერ სიტუაციაში”

კომფორტულობა 5 ვარსკვლავიდან 5
გამოყენების სიმარტივე 5 ვარსკვლავიდან 5
ხმის ხარისხი 5 ვარკვლავიდან 4

AudioLink არის ნამდვილად მარტივი, ჭკვიანი და კომფორტული გამოყენებისას. ძალიან მომწონს მისი მოსახერხებელი დიზაინი და  არ მჭირდება მისი დამატებითი დამატებითი ადგილი მისი შენახვისთვის.

AudioLink-ით მუსიკის მოსმენისას ხმა არის ძალიან სუფთა და აქვს კარგი ჟღერადობა. ხმის ხარისხი არის შესანიშნავი და ძალიან კომფორტულია ის ჩემს Roger Select და Roger 21 სისტემებზე.

AudioLink მაშინვე გახდა ჩემი საუკეთესო მეწყვილე მანქანაში. ყოველთვის მაწუხებდა ცუდი ხმის პრობლემა, როდესაც ტელეფონზე ვსაუბრობდი ხმამაღარ რეჟიმზე. ახლა კი AudioLink-ით ეს პრობლემა აღარ მაქვს.

 

ადი, ავსტრია

ერთმხრივი იმპლანტის, SONNET-სა და AudioLink-ის მომხმარებელი

”ძალიან მომწონს დისტანციური მიკროფონის ფუნქცია, რომლის საშუალებითაც ხმაურიან ოთახში ხმა ბევრად უფრო სუფთად მესმის და ეს ძალიან კარგია!”

მერი, აშშ

ორმხრივი იმპლანტების, SONNET-სა და AudioLink-ის მომხმარებელი

”AudioLink-ის ჩემი ფავორიტი ფუნქციაა, რომ შეგიძლია სტერეო სმენა გქონდეს, როგორც მარჯვენა ისე მარცხენა პროცესერში.”

კომფორტულობა 5 ვარსკვლავიდან 3
გამოყენების სიმარტივე 5 ვარსკვლავიდან 3
ხმის ხარისხი 5 ვარსკვლავიდან 3

AudioLink-ის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა, რომ ის არ საჭიროებს ელემენტების სპეციალურ მოწყობილობას SONNET ან SONNET 2-ზე, რადგან მიმღები უკვე განთავსებულია AudioLink-ში.

ძალიან მომწონს მუსიკის მოსმენა, როდესაც ვიყენებ შესაბამის აპლიკაციას ბლუთუზით დაკავშირებისას.

ჩემი გამოცდილება AudioLink-ის გამოყენებისას? საუკეთესო რჩევაა მანძლის შემცირება მოსაუბრესა და მიკროფონს შორის, როდესაც მიკროფონი ახლოსაა დამაგრებული, ხმები ბევრად კარგად გესმით ვიდრე მაშინ, როდესაც ის დევს მაგიდაზე, რადგან ამ დროს სხვა ხმებიც ისმის რაც ირგვლივ არის.

თუ თქვენ გაქვთ ორმხრივი იმპლანტი, AudioLink სმენას უფრო მარტივს გახდის, რადგან სატელეფონო ზარის დროს ხმა ისმის ორივე მხარეს ერთდროულად.

 

ვალენტინას მამა, ავსტრია

ორმხრივი იმპლანტების, RONDO 3-სა და AudioLink-ის მომხმარებელი

”RONDO 3-სა და AudioLink-ის დახმარებით ვალენტინას აქვს საშუალება დაურეკოს ტელეფონზე ბებიასა და ბაბუას. ეს სრულიად ახალი გამოცდილებაა მისთვის, ხმის ხარისხი არის ძალიან კარგი და მას უკეთ ესმის. ეს არა მარტო ვალენტინამ, არამედ ყველა იმ ადამიანმა აღნიშნა, ვინც მას ტელეფონზე ესაუბრა.”

გსურთ გაიგოთ უფრო მეტი?

გაეცანით სხვადასხვა ხერხებს AudioLink-ის გამოყენებისთვის

მითითებებისათვის გვეწვიეთ ჩვენს HearPeers ფორუმზე ან დაგვიკავშირდით Facebook-ზე.

მადლობას გიხდით თქვენი შეტყობინებისათვის. ჩვენ რაც შეიძლება მალე გიპასუხებთ.

გამოგვიგზავნეთ შეტყობინება

ველი აუცილებელია

John Doe

ველი აუცილებელია

name@mail.com

ველი აუცილებელია

What do you think?

შეტყობინების გაგზავნა

სახელი

მუშავდება კომენტარი

ბოდიში. დაფიქსირდა შეცდომა. გთხოვთ, სცადოთ თავიდან.

მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის. თქვენი კომენტარი გამოქვეყნდება დადასტურების შემდგომ.

დატოვეთ კომენტარი.