რჩევები & ხრიკები

სმენის იმპლანტის 4 სასარგებლო თვისება ზრდასრულებში

სმენის იმპლანტები სმენის გაუმჯობესების საშუალებას გაძლვთ, რაც უზრუნვეყოფს სამყაროს ხელახლა შეცნობას. ზრდასრულებში სმენის დაქვეითება გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორებით, მათ შორის ასაკის ან ავადმყოფობის გამო. ადამიანს, რომელიც სმენის დაკარგვამდე მეტყველებდა, სმენის იმპლანტები დაეხმარება გაიგონოს და უფრო მეტი შესაძლებლობები განივითაროს. იქნება ეს ახალი ჰობიების აღმჩენა, სოციალურ შეკრებებზე სიარული თუ კარიერაში წარმატება, სმენის იმპლანტის მიღების შემდეგ ადამიანის შესაძლებლობები ამოუწურავია.

წარმოგიდგენთ 4 გზას, თუ როგორ შეუძლია სმენის იმპლანტს ცხოვრების გაუმჯობესება.

 

1) ურთიერთობები

ხშირად სმენის დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს სოციალური იზოლაცია ზრდასრულ პირებში და ასევე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს პარტნიორთან ურთიერთობაზე. ხალთან ურთიერთობისას საუბრის გაგების სირთულემ შეიძლება გამოიწვიოს სოციალური აქტივობებისგან თავის არიდება ან ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის გართულებაც კი. სმენის იმპლანტით ბგერის მიღებაზე გაუმჯობესებული წვდომა აძლიერებს ურთიერთობას და კომუნიკაციას.

 

2) ახალი ჰობების ძიება

გსურთ აღმოაჩინოთ ახალი ჰობი? ხშირად ჰობი მოიცავს სხვა ადამიანებთან კომუნიკაციასაც. სმენის იმპლანტის ერთ-ერთი უპირატესობაა ის, რომ თქვენ შეგიძლიათ იყოთ თავდაჯერებული მეგობრებთან და კოლეგებთან ურთიერთობისას. უამრავი ჰობი არსებობს, რომლითაც შეგიძლიათ დაკავდეთ გაუმჯობესებული სმენის პირობებში – იგრძნოთ თავი კომფორტულად, იყოთ დარწმუნებული, რომ ყველანაირ დისკუსიაში ჩაერთვებით. ხშირად მოაწყვეათ ფილმის საღამოები მეგობრებთან ერთად და შემდეგ მისი სიუჟეტის განხილვისას თავდაჯერებული ჩაერთეთ დისკუსიაში.

 

3) მეტი შესაძლებლობები სამსახურსა და კარიერაში

სმენის დაქვეითებისას სამსახურში თქვენი გამოწვევები უფრო მცირე იქნება, ხოლო სმენის იმპლანტებით კი თქვენ ყოველდღიურ სამუშაო პროცესს გაიუმჯობესებთ, რადგან უკეთ გაიგებთ საუბარს. სმენის იმპლანტი ნიშნავს, რომ ნაკლებად შესაძლებელია, გამოტოვოთ მნიშვნელოვანი პუნქტები შეხვედრებზე ან გამოტოვოთ სხვა სასაუბრო დეტალები ხალხმრავალ ადგილებში. თუ სწალობთ უნივერსიტეტში, სმენის იმპლანტები დიდ სარგებელს მოგიტანთ, რადგან გაგიუმჯობესდებათ საკომუნიკაციო უნარები ჯგუფელებთან ურთიერთობისას.

 

4) ცხოვრების სტილი

როგორ იცით, სმენის დაქვეითება მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე. როგორ შეუძლია სმენის იმპლანტს გააუმჯობესოს თქვენი ცხოვრების უამრავი ასპექტი? იგრძენით თავი თავდაჯერებულად მეგობრებთან შეხვედრისას ხმაურიან ყავის მაღაზიაში, ან მაღაზიის ხმაურიან გარემოში მიიღეთ ინფორმაცია ყავის კონსულტანტისგან. იგრძენით თავი დამოუკიდებლად, რადგან გეცოდინებათ, რომ გესმით ისეთი მნიშვნელოვანი ყოველდღიური ხმები, როგორიცაა ჩაიდანის დუღილი, თქვენი სახელის დაძახება ექიმის რიგში ან ტელეფონის ზარის ხმა. იგრძენით თავისუფლება გარეთ და ისიამოვნეთ სამყაროს ხმებით. შეუერთდით ოჯახურ შეკრებებს და გაეცანით უახლესი ამბებს ნათესავებთან ჯგუფურ საუბარში. აღარასდროს გამოტოვებთ მნიშვნელოვან მომენტებს – კოხლეარული იმპლანტის საშუალებით თქვენ გაიგონებთ ბავშვის სიცილს, ჩიტების ჭიკჭიკს ან თქვენს საყვარელ მუსიკას მოუსმენთ.
თუ თქვენ ფიქრობთ სმენის იმპლანტის მიღებაზე, ან უკვე მიიღეთ, გახსოვდეთ, რეჰაბილიტაცია არის სმენის საუკეთესო გასაღები. პროფესიონალებთან მუშაობით თქვენ მიიღებთ მაქსიმალურ სარგებელს თქვენი სასმენი მოწყობილობისგან. გაუმჯობესებული სმენა გაგიუმჯობესებთ ცხოვრებას.

 

სრულად მოგაწოდეთ სმენის იმპლანტების სარგებლების შესახებ ინფორმაცია? შეგვატყობინეთ და დაგვიწერეთ კომენტარი, თქვენ როგორ დაგეხმარათ სმენის იმპლანტი!

გამოიწერეთ MED-EL-ის ბლოგი და მიუთითეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რათა მიიღოთ სმენის შესახებ არსებული სტატიეები პირად შეტყობინებაში!

 

ცნობები:

მიქ, პ., კავაჩი, ი., ლინ, ფ რ. (2014) ხანდაზმულთა სოციალური იზოლაციისა და სმენის დაქვეითების ასოციაცია. თავ-კისრის ქირურგია და ოტოლარინგლოგია. 378-384. doi: 10.1177/0194599813518021 http://oto.sagepub.com/content/150/3/378.short

უალჰაგენ, მ.ი., სტრავბრიჯ, ვ.ჯ., შემა, ს.ჯ., კაპლან, გ.ა. (2004) სმენის დაკარგვისას თვითშეფასების გავლენა მეუღლეზე წყვილების ანალიზი J Gerontol B Psychol Sci Soc Sci. 190-196. http://psychsocgerontology.oxfordjournals.org/content/59/3/S190.short

დალტონ, დ.ს., კრუქსანკს, კ.ჯ., კლაინ, რ., ვილი, თ.ლ., ნონდალ, დ.მ. (2003) სმენის დაკარგვის გავლენა ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხზე The Gerontologist. 43 661-668. doi: 10.1093/geront/43.5.661 http://gerontologist.oxfordjournals.org/content/43/5/661.short

MED-EL

მადლობას გიხდით თქვენი შეტყობინებისათვის. ჩვენ რაც შეიძლება მალე გიპასუხებთ.

გამოგვიგზავნეთ შეტყობინება

ველი აუცილებელია

John Doe

ველი აუცილებელია

name@mail.com

ველი აუცილებელია

What do you think?

შეტყობინების გაგზავნა

The content on this website is for general informational purposes only and should not be taken as medical advice. Please contact your doctor or hearing specialist to learn what type of hearing solution is suitable for your specific needs. Not all products, features, or indications shown are approved in all countries.

მუშავდება კომენტარი

ბოდიში. დაფიქსირდა შეცდომა. გთხოვთ, სცადოთ თავიდან.

მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის. თქვენი კომენტარი გამოქვეყნდება დადასტურების შემდგომ.

დატოვეთ კომენტარი.

medel-avatar

MED-EL