სალომე დაღუნდარიძე ფესტივალზე ,,Beats of Cochlea”
სალომე დაღუნდარიძე არის 13 წლის უნიჭიერესი მომღერალი საქართველოდან. მას ძალიან უყვარს მუსიკა და უკრავს 5 ინსტრუმენტზე: ფანდური, სალამური, გიტარა, პიანინო და ჯემბეზე.
სალომე 4 თვის იყო, როდესაც დედამ გაიგო მისი სმენის პრობლემის შესახებ. 1 წლის ასაკში კი მას ჩაუტარდა კოხლეალური იმპლანტაცია, რამაც მთლიანად შეცვალა პატარა სალომეს ცხოვრება და მუსიკა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახადა.
მე ძალიან მიყვარს სიმღერა, ეს ალბათ იმიტომ, რომ დედა უამრავ სიმღერას მიმღოროდა პატარაობისას. ჩემთვის მუსიკა სულისა და გულის ჰარმონიაა, ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება კოხლეარული იმპლანტის გარეშე.
,,Beats of Cochlea” არის საერთაშორისო ფესტივალი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ნიჭიერი კოხლეარული იმპლანტის მქონე ბავშვები და ზრდასრულები იღებენ მონაწილეობას. ფესტივალი 10 წელია ტარდება ვარშავაში და დატვირთულია უამრავი აქტივობით, რაც მონაწილეებს უდიდეს გამოცდილებას აძლევს.
9-12 ივლისს ვარშავაში გამართულ ფესტივალზე სალომე დაღუნდარიძე მიწვეული იყო, როგორც სპეციალური სტუმარი ჟიურის მიერ, ეს კი ისტორიაში პირველად მოხდა.
განსაკუთრებულია ის ფაქტიც, რომ სალომე იყო ერთადერთი მონაწილე, რომელიც ჟიურიმ გადაიყვანა პირდაპირ საფინალო გალა კონცერტზე, ყოველგვარი შესარჩევი ტურის გარეშე.
ფესტივალზე მონაწილეები გაენცნენ ვარშავის ღირსშესანიშნაობებს, მოინახულეს ძველი ქალაქი, ულამაზესი პარკები, დააგემოვნეს ტრადიციული კერძები და ეზიარებ უცხო ქვეყნის კულტურას.
ფესტივალის განმავლობაში მიმდინარეობდა რეპეტიციები, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ პროფესიონალი მუსიკის თერაპევტები, რაც მონაწილეებისთვის დამატებითი გამოცდილება იყო.
პროექტის თითოეული დღე დატვირთული იყო უამრავი აქტივობით, მათ შორის მონაწილეები იყვნენ პოლონეთის რადიოში, სადაც შესანაშნივად ჩატარდა ჩაწერა.
ფესტივალის კულმინაცია იყო გალა კონცერტი 12 ივლისს, სადაც სალომემ უდიდესი მოწონონება დაიმსახურა საერთაშორისო ჟიურისა და სტუმრების მიერ.
სალომემ შეასრულა ქართული სიმღერების პოპური ფანდურზე, გიტარაზე და ასევე არაჩვეულებრივად შეასრულა სიმღერა, რამაც ნამდვილი აღფრთოვანება გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში.
მადლობას გიხდით თქვენი შეტყობინებისათვის. ჩვენ რაც შეიძლება მალე გიპასუხებთ.
გამოგვიგზავნეთ შეტყობინება
ველი აუცილებელია
John Doe
ველი აუცილებელია
name@mail.com
ველი აუცილებელია
What do you think?
© MED-EL Medical Electronics. ყველა უფლება დაცულია. საიტზე განთავსებული ყველა ინფორმაცია ზოგადი ხასიათისაა და არ უნდა იყოს მიღებული როგორც სამედიცინო რჩევა. დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან სმენის სპეციალისტს, რათა გაიგოთ რომელი საჭიროებაა თქვენთვის განკუთვნილი. ყველა პროდუქტი, მითითება ან ფუნქცია არაა ყველა ქვეყანაში დამტკიცებული.