რჩევები & ხრიკები მოზრდილებისთვის

ფილმი – ,,ჩვენ გვესმის!”

წარმოგიდგენთ ფილმის  ,,ჩვენ გვესმის!” სრულ ვერსიას, ფილმის გადაღებების პროცესი მიმდინარეობდა რამდენიმე ქალაქში და მასში ჩართული იყვყვნენ კოხლეარული იმპლანტის მომხმარებლები, მათი მშობლები, ოჯახის წევრები, პედაგოგები. ფილმში ასევე იხილავთ ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის სპეციალისტებს, პროფესორებსა და ექიმებს, რომლებიც დეტალურად გადმოგვცემენ ოპერაციისა და პოსტოპერაციული პერიოდის შესახებ ინფორმაციას.

ძალიან ემოციური და ინფორმაციული ფილმის ,,ჩვენ გვესმის. თბილისი” გმირები გიამბობენ თავიანთ გასაოცარ ისტორიებს, მათ დაუბრუნდათ სმენა და აქვთ არაჩვეულებრივი შედეგები! ორი თავდადებული დედა გაგიზიარებთ მათი შვილების შედეგებს და საკუთარ გამოცდილებას. შეხვდებით სპეციალისტებს, რომლებიც ეხმარებიან სმენადაქვეითებულ პირებს ოპერაციისა და რეაბილიტაციის პერიოდში!

ფილმში გადმოცემული ოჯახური ისტორიები ნამდვილად გაათბობს თქვენს გულებს და თითოეულ მაყურებელს დაანახებს, რომ შეუძლებელია არაფერია! ფილმის მთავარი გმირები არიან რეზი ჩეკურიშვილი, სალომე დაღუნდარიძე და ნინო ჯავახიშვილი. სამივე მათგანმა სხვადასხვა გზა გაიარა საბოლოო შედეგის მიღებამდე და მათი ისტორიები სრულიან განსხვავდება ერთმანეთისაგან.

ფილმის პრემიერა შედგა Pullman Tbilisi Axis Towers-ში, პრემიერას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, ექიმები, პროფესორები და რა თქმა უნდა ფილმის მონაწილეები, რომელთა ემოციებიც ფილმის მსვლელობისას ფასდაუდებელია და ნამდვილად ღირდა იმ შრომად რაც ამ ფილმშია ჩადებული 🙏🏻

ფილმის პრემიერას ასევე ესწრებოდნენ განსაკუთრებული სტუმრები:
  • ქალბატონი ლალი ჯაფარიძე და პროფესორი აკადემიკოსი ბატონი შოთა ჯაფარიძე – ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი.
  • ზურაბ ქევანიშვილი – აკადემიკოსი, აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.
  • ზურაბ გამგებელი – აუდიოლოგი, კომპანიის MED-EL-ის წარმომადგენელი საქართველოში
  • მარიამ ლაშხი – საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი.
  • გიგა სოფრომაძე – მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორი.

ფილმის მსვლელობისას შეუძლებელი იყო ცრემლების შეკავება და პრემიერას ემოცების გარეშე არ ჩაუვლია. ღონისძიების ბოლოს კი ფილმის მონაწილეები დააჯილდოვეს კომპანიებმა ,,ბარამბო” და ,,ღვინუკა”.

ეს ხალხი ნამდვილად გაგაოცებთ და მოგცემთ სტიმულს, რომ არასოდეს თქვათ უარი თქვენს ოცნებებზე და არასოდეს დანებდეთ!

წყაროები

მადლობას გიხდით თქვენი შეტყობინებისათვის. ჩვენ რაც შეიძლება მალე გიპასუხებთ.

გამოგვიგზავნეთ შეტყობინება

ველი აუცილებელია

John Doe

ველი აუცილებელია

name@mail.com

ველი აუცილებელია

What do you think?

შეტყობინების გაგზავნა

© MED-EL Medical Electronics. ყველა უფლება დაცულია. საიტზე განთავსებული ყველა ინფორმაცია ზოგადი ხასიათისაა და არ უნდა იყოს მიღებული როგორც სამედიცინო რჩევა. დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან სმენის სპეციალისტს, რათა გაიგოთ რომელი საჭიროებაა თქვენთვის განკუთვნილი. ყველა პროდუქტი, მითითება ან ფუნქცია არაა ყველა ქვეყანაში დამტკიცებული.

მუშავდება კომენტარი

ბოდიში. დაფიქსირდა შეცდომა. გთხოვთ, სცადოთ თავიდან.

მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის. თქვენი კომენტარი გამოქვეყნდება დადასტურების შემდგომ.

დატოვეთ კომენტარი.

MED-EL