ტექნოლოგია

როგორ მზადდება MED-EL-ის კოხლეარული იმპლანტი: ნაწილი 1

გინახავთ ოდესმე რეალური კოხლეარული იმპლანტი?

შესაძლოა გინახავთ იმპლანტის სურათები ან თქვენი რენტგენის ფირი, მაგრამ გინახავთ რეალურად როგორ გამოიყურება ის იმპლანტაციამდე?

ახლა თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, როგორ მზადდება MED-EL-ის კოხლეარული იმპლანტი. მომდევნო სამი კვირის განმავლობაში გაგიზიარებთ თქვენთვის უცნობ სურათებს, რომელიც პირისპირ დაგანახებთ MED-EL-ის ტექნოლოგიებს.

თუ თქვენ ახალი ჩანერგილი გაქვთ კოხლეარული იმპლანტები, ჩვენი მომზადებული ანიმაცია დაგეხმარებათ გაიგოთ, როგორ მუშაობს ის.

პირველი სტატია დავიწყოთ იმით, თუ როგორ ვამზადებთ კოხლეარული იმპლანტის გასაოცარ ნაწილს, რომელიც აგზავნის ხმოვან სიგნალებს თქვენს ლოკოკინაში: ელექტროდების ნაკრებს.

ხელნაკეთი სრულყოფილება

MED-EL-ის კოხლეარული იმპლანტები ხელნაკეთია და მაღალტექნოლოგიური ნამუშევრებია.

MED-EL-ის ელექტროდების ნაკრვიბ იწყება უნიკალური, ტალღის ფორმის მავთულხლართებით. თითოეული მავთულის სიგანე მხოლოდ 0,025 მილიმეტრია, რომელიც ადამიანის თმის სიგანის მხოლოდ 25%-ს შეადგენს. და, ისინი დამზადებულია 90% პლატინისგან და 10% ირიდიუმისგან, კოროზიის საწინააღმდეგოდ და მეტი სიძლიერისთვის.

სწორედ ეს მავთულები ატარებენ ხმოვან სიგნალებს თქვენს ყურამდე.

ჩვენ ვაკეთებთ ტალღის ფორმის მავთულხლართებს MED-EL-ის კოხლეარული იმპლანტების წარმოების პირველივე დღიდან. მათი განსაკუთრებული ფორმა საშუალებას აძლევს ელექტროდების მასივს იყოს რბილი და მოქნილი. ეს ეხმარება მას დაიცვან ლოკოკინაში არსებული დელიკატური ნერვული უჯრედები.

ელექტროდების მასივის დამზადების სრულად ათვისებას დაახლოებით ნახევარი წელი სჭირდება.

მას შემდეგ რაც ინჟინერი ჩააბარებს ყველა გამოცდას, მას აირჩევენ 200-ზე მეტი მაღალკვალიფიციური სპეციალისტიდან, რომლებიც ამზადებენ MED-EL-ის კოხლეარ იმპლანტანტებს.

ყველა MED-EL-ის ელექტროდის მასივი დამზადებულია ჰიგიენურად კონტროლირებად სუფთა ოთახში, რომელიც იმაზე სუფთაა, ვიდრე თანამედროვე საავადმყოფოს საოპერაციო ოთახი. იმისათვის, რომ ოთახი მაქსიმალურად სტერილური იყოს, თითოეული სპეციალისტის ტანსაცმელი არის ერთჯერდი.

ელექტროდები იღებენ ფორმას სპეიალურად დამზადებული ლითონის ფორმების მეაშვეობით. ტალღის ფორმის თითოეული მავთული ინდივიდუალურად არის მოთავსებული ამ ფორმებში და დალაგებულია ისე, რომ ასტიმულირებს ბგერების გარკვეულ დიაპაზონს. MED-EL-ის ელექტროდის ერთ ნაკრებშია 24 ასეთი მავთული.

მას შემდეგ, რაც ყველა მავთული სწორად განლაგდება, ფორმა ილუქება და სპეციალურ სილიკონს შეიყვანენ მათში. ამ დროს სილიკონი ჯერ კიდევ სითხეა, ამიტომ ის უნდა ჩავდოთ სპეციალურად შექმნილ თბილ საკანში, რათა გამყარდეს.

ზემოთ მოცემულ სურათზე ხედავთ, როგორ გამოიყურება ელექტროდები მას შემდეგ, რაც გამოდის ამ საკნიდან. თითოეული ელექტროდის მასივი ინახება თბილ საკანში, რადგან სილიკონი იყოს დრეკადი. როგორც კი დამზადდება, თითოეული ფორმას ამოიღებენ და გახსნიან. ახლად შექმნილი ელექტროდების მასივი თავსდება თეთრ ფირფიტაზე, რომელიც მონიშნულია მისი მწარმოებელი ინჟინრის სახელით.

ჩვენ გვაქვს ელექტროდების წარმოების ყველაზე ფართო სპექტრი: ჯამში 9, და დამატებით ინდივიდუალური დიზაინები. თითოეული ელექტროდების ნაკრებს აქვს განსხვავებული სიგრძე, ფორმა და დიზაინი, რადგან ერთი ზომა ყველას არ მოერგება. თითოეული ლოკოკინა იღებს ელექტროდების იმ ნაკრებს, რომელიც შეესაბამება მის სპეციფიკურ ფორმასა და ზომას.

ეს ყველაფერი შეიძლება დასრულებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასე არაა.

ამის შემდეგ, თითოეული ელექტროდის მასივი გაივლის რამდენიმე ტესტს, რათა დავრწმუნდეთ, რომ იდეალურად იმუშავებს. მაგალითად, აქ სპეციალისტი იყენებს ომმეტრს, რათა შეამოწმოს, რომ თითოეულ მავთულს შეუძლია სწორად გაგზავნოს ხმოვანი სიგნალი ლოკოკინაში.

ამ ტესტების შემდეგ, ელექტროდების მასივი მზად არის შემდეგი ეტაპისთვის: გახდეს კოხლეარული იმპლანტის ნაწილი. თითოეული ელექტროდის ნაკრები მოთავსებულია სპეციალურ დამცავ კორპუსში და გადაეცემა ხელიდან ხელში – ელექტროდის წარმოებიდან იმპლანტის სრულ სახემდე.

 

იხილეთ ნაწილი მეორე: როგორ მზადდება MED-EL-ის კოხლეარული იმპლანტი

გამოიწერეთ MED-EL-ის ბლოგი, რათა დარწმუნდეთ, რომ მიიღებთ ყველა საინტერესონ სიახლეს პირად შეტყობინებაში!

მადლობას გიხდით თქვენი შეტყობინებისათვის. ჩვენ რაც შეიძლება მალე გიპასუხებთ.

გამოგვიგზავნეთ შეტყობინება

ველი აუცილებელია

John Doe

ველი აუცილებელია

name@mail.com

ველი აუცილებელია

What do you think?

შეტყობინების გაგზავნა

სახელი

მუშავდება კომენტარი

ბოდიში. დაფიქსირდა შეცდომა. გთხოვთ, სცადოთ თავიდან.

მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის. თქვენი კომენტარი გამოქვეყნდება დადასტურების შემდგომ.

დატოვეთ კომენტარი.