რჩევები & ხრიკები მშობლებისათვის

25 წლიანი სიჩუმის დასასრული

ია ზარანდია დაიბადა 1985 წელს ქალაქ ფოთში, სწავლობდა და ცხოვრობდა ხობში. 12 წლის ასაკში მოულოდნელად მან გადაიტანა მენინგიტი, რის შემდეგაც სრულად დაკარგა სმენა. ია დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა ამ დაავადებას და მან 2 წელში სრულად დაამარცხა მენინგიტი, თუმცა სმენას ვერაფერი უშველეს. ია და მისი მშობლები წლების განმავლობაში ცდილობდნენ მისთვის სმენის დაბრუნებას, თუმცა უშედეგოდ. მიუხედავად სმენის დაკარგვისა იას ფარხმალი არ დაუყრია და განაგრძნობდა სწავლასა და განვითარებას, მას ერთი დღე არ გაუტარებია კითხვისა და სწავლის გარეშე. მან წარმატებით დაამთავრა უნივერსიტეტი, მიიღო განათლება და შეიძინა პროფესია.

კოხლეარული იმპლანტაციის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე იამ დაიწყო ფიქრი ოპერაციაზე, თუმცა აქაც უამრავი სირთულე იყო, ანომალური ყურის ლოკოკინა ართულებდა ოპერაციიას ჩატარებას. მიხუედავად ბევრი უარისა, საბოლოოდ მოახერხეს არაჩვეულებრივმა ქირურგებმა ოპერაციის წარმატებით ჩატარება.

ოპერაციის შემდეგ კი იასთვის ახალი ცხოვრება დაიწყო და ამდენ ხნიანი სიჩუმე დასრულდა, ძალიან ემოციური იყო პროცესორის ჩართვის შემდეგ პირველი ბგერების გაგონება. თუმცა ახლა იწყებოდა მეორე ურთულესი ეტაპი და ეს იყო რეაბილიტაცია. იას მონდომებითა და დაუღალავი შრომით ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად წარიმართა და მან შეძლო გამხდარიყო სრულფასოვანი ადამიანი, მოესმინა სამყაროსთვის, მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის და ესაუბრა გამართულად. ეს კი მხოლოდ მისი დაუღალავი შრომით მოხდა.

''ოპერაციაზე ექიმების თანხმობის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემს ოცნებას ახდენა ეწერა... ოპერაციის დღე არის ჩემი მეორედ დაბადების თარიღი, ჩემი ქირურგის ოქროს ხელების დამსახურებით''

ია ზარანდია

ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციის კურსი იამ ქალბატონ ირმა კილაძესთან გაიარა, სადაც მას არაჩვეულებრივი შედეგი აქვს სწორი მეცადინეობისა და თერაპირბის დამსახურებით.

ია ყველას უმტკიცებს, რომ არასოდესაა გვიანი და ყველაფერი შესაძლებელია, თუ ამას ადამიანი მოინდომებს. ის მაგალითია, როგორც თავისი თანატოლებისთვის და უფროსებისთვის ასევე პატარების მშობლებისთვის, რომლებიც ჯერ კიდე ფიქრობენ კოხლეარულ იმპლანტაციაზე.

''ქალბატონი ირმა კილაძე დამეხმარა ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციაში, ის ჩემი და ყველა ჩვენგანის უფროსი მეგობარია, მის გარეშე ძალიან გაგვიჭრდებოდა პირველად სირთულეებთან გამკლავება''

იასთვის 25 წლიანი სიჩუმე კოხლეარული იმპლანტაციის საშუალებით დასრულდა!

 

 

წყაროები

მადლობას გიხდით თქვენი შეტყობინებისათვის. ჩვენ რაც შეიძლება მალე გიპასუხებთ.

გამოგვიგზავნეთ შეტყობინება

ველი აუცილებელია

John Doe

ველი აუცილებელია

name@mail.com

ველი აუცილებელია

What do you think?

შეტყობინების გაგზავნა

© MED-EL Medical Electronics. ყველა უფლება დაცულია. საიტზე განთავსებული ყველა ინფორმაცია ზოგადი ხასიათისაა და არ უნდა იყოს მიღებული როგორც სამედიცინო რჩევა. დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან სმენის სპეციალისტს, რათა გაიგოთ რომელი საჭიროებაა თქვენთვის განკუთვნილი. ყველა პროდუქტი, მითითება ან ფუნქცია არაა ყველა ქვეყანაში დამტკიცებული.

მუშავდება კომენტარი

ბოდიში. დაფიქსირდა შეცდომა. გთხოვთ, სცადოთ თავიდან.

მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის. თქვენი კომენტარი გამოქვეყნდება დადასტურების შემდგომ.

დატოვეთ კომენტარი.

MED-EL