რჩევები & ხრიკები მშობლებისათვის

როგორ გამოვიყენოთ ტელეფონის ფოტოები ბავშვის მეტყველების განვითარებისთვის?

იქნება ეს თქვენი ინსტაგრამის ანგარიშის შემოწმობა, მიმართულებების მოძებნა თუ უბრალოდ სატელეფონო ზარების განხორციელება, სმარტფონებს უსასრულო შესაძლებლობა აქვთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ისინი თქვენი შვილის ენობრივი უნარების გასაუმჯობესებლად!

ტელეფონის გამოყენების მრავალი გზა არსებობს თქვენი ბავშვის ენობრივი უნარების გასაუმჯობესებლად, მაგრამ დღეს ჩვენ ვაპირებთ ფოკუსირებას იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ფოტოები მხიარული მეცადინეობის პროცესის შესაქმნელად!

გაეცანით მითითებებს:

 

როგორ შევქმნათ ფოტო ალბომები?

უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა გააკეთოთ ალბომები, შეაგროვოთ ფოტოები ან საგნები, რომლებზეც ისაუბროთ თქვენს შვილთან და შემდგომ ბავშვმა უნდა აჩვენოს იგი სხვებს.

ალბომის შექმნა iPhone:

  1. გახსენით ფოტოების გალერეა
  2. აირჩიეთ “ალბომი” ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში
  3. შექმენით ალბომი პლიუსზე დაჭერით ეკრანის ქვედა მარცხენა კუთხეში
  4. დაარქვით ალბომს სახელი და შეინახეთ.
  5. შემდეგ აირჩიეთ ფოტოები, რომელიც გსურთ ამ ალბომში დაამატოთ

ალბომის შექმნა ანდროიდზე:

  1. გახსენით ფოტოების გალერეა
  2. დააჭირეთ მენიუს ნიშანს ეკრანის ქვედა მარჯვენა მხარეს
  3. “ალბომის შექმნის” ქვემოთ დააჭირეთ “ალბომს”
  4. დაარქვით ალბომს სახელი და შეინახეთ.
  5. შემდეგ აირჩიეთ ფოტოები, რომელიც გსურთ ამ ალბომში დაამატოთ

 

როგორ ფოტოებს უნდა შეიცავდეს ალბომი?

აქ არის რამდენიმე იდეა ალბომების შესახებ, რომლებიც შეგიძლიათ გააკეთოთ:

ბებოსთან სტუმრობა. შეიცავს ფოტოებს:

  • თქვენ და თქვენი შვილი ემზადებით და ალაგებთ ნივთებს მანქანაში.
  • ბავშვი ჯდება მანქანაში
  • უკეთებთ მას ღვედს
  • ბებოს სახლი
  • ბებოს ძაღლი
  • აქტივობები, რომელსაც ბებოსთან აკეთებთ (კითხვა, საჭმლის მომზადება)
  • მანქანაში ჩაჯდომა სახლში წამოსვლისას

საყვარელი ხმები. შეიცავს ფოტოებს:

  • თქვენი შვილის საყვარელი ხმები (შეგიძლიათ გამოიყენოთ ფოტოები ინტერნეტიდან)
  • ცხოველები
  • მანქანები
  • საოჯახო ნივთები

საყიდლებზე წასვლა. შეიცავს ფოტოებს:

  • თქვენი შვილის მომზადება (მაგ:მანქანის გასაღებისა და დედას საფულის აღება)
  • სავაჭრო ცენტრი
  • ნივთები სავაჭრო ცენტრში, რომელიც თქვენს შვილს აინტერესებს (მაგ: ვაშლი, სათამაშოები)
  • ის გეხმარებათ თქვენ სალაროსთან ნივთების ამოლაგებაში
  • გადახდა სალაროსთან
  • ნაყიდი ნივთების სახლში წაღება

ოჯახი. შეიცავს ფოტოებს:

  • თითოეული ოჯახის წევრი
  • სადაც ყველას ძინავს
  • მთელი ოჯახი მაგიდის ირგვლივ სადილობისას

 

როგორ ვნახო ჩემი ფოტო ალბომი?

ბავშვთან ერთად დაათვალიერეთ ყველა ფოტო სათითაოდ. ილაპარაკეთ თითოეულ ფოტოზე და ისე გადადით შემდეგზე. თითოეულ ფოტოს დაურთეთ კომენტარი, ფრაზა ან წინადადება, თქვენი შვილის ენობრივი დონის მიხედვით. მაგალითად, თუ თქვენი შვილი ჯერ არ ამბობს სიტყვებს, ან ამბობს ცალკეულ სიტყვებს, გამოიყენეთ მოკლე ფრაზები. თუ თქვენს შვილს შეუძლია თქვას მოკლე ფრაზები, გამოიყენეთ მარტივი წინადადებები და ა.შ.

აქ მოცემულია მოკლე ფრაზების მაგალითები, რომლებიც შეგიძლიათ დაამატოთ თქვენს ფოტოებს მოყვანილი იდეების გამოყენებით:

საყიდლებზე წასვლა. ვისაუბროთ:

  • მომზადება, მანქანის გასაღების აღება, დედას საფულის მოძებნა.”წავედით! გასაღები აქ არის.”
  • სავაჭრო ცენტრია: “ვაუ! რამხელაა”
  • ნივთები სავაჭრო ცენტრში, რომელიც თქვენს შვილს აინტერესებს (მაგ: ვაშლი, სათამაშოები) “სარას მოეწონა წითელი ვაშლები!”
  • სასურსათო პროდუქტების განთავსება: “ჩავალაგოთ, ჩავალაგოთ”

ჩემი ოჯახი. ვისაუბროთ:

  • თითოეული ოჯახის წევრი: “დედა აქაა, ბაბუაც აქაა”
  • როცა ყველას სძინავს: “ეს სარას საწოლია”
  • მთელი ოჯახი მაგიდის ირგვლივ სადილობისას: “ჩვენ ყველას გვშია! ჯეინი მიირთმევს! ეს სარაა, სარაც მიირთმევს!”

აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა თქვენი ფოტოებით მაქსიმალური სარგებლისათვის:

  • გამოიყენეთ თქვენი ალბომები უსასრულოდ თქვენს შვილთან ერთად. გამეორება მნიშვნელოვანი გზაა თქვენი შვილის სწავლაში დასახმარებლად.
  • უთხარით სტუმრებს, რომლებიც მოდიან თქვენს სახლში, დასხდნენ და დაათვალიერონ ფოტოები თქვენთან და თქვენს შვილთან ერთად. ურჩიეთ თქვენს შვილს გამოიყენოს ფრაზები, რათა ისაუბროს ფოტოებზე თქვენს სტუმრებთან.
  • არის რამდენიმე აპლიკაცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაწეროთ ტექსტი ფოტოებზე. თქვენ შეგიძლიათ დააწეროთ სიტყვები, რომლებსაც ამბობთ თითოეულ ფოტოზე.
  • დაიმახსოვრე, რომ მოკლე ვიდეოების ნახვა და საუბარი შეიძლება ძალიან სახალისო იყოს.

 

რა სახის უნარებს ასწავლის ეს?

აქ მოცემულია ენობრივი უნარების ჩამონათვალი, რომელიც თქვენმა შვილმა შეიძლება ისწავლოს ამ გზით:

  • დასახელება: მეგობრებისა და ოჯახის წევრების სახელების სწავლა
  • აქტივობების სიტყვები: დასახელების სწავლა იმ აქტივობებისთვის, რომელსაც აკეთებთ
  • სიტყვები აღწერისას: სწავლის ცნებები, როგორიცაა “დიდი” და “ფუმფულა”
  • თანმიმდევრობა აქტივობების თანმიმდევრობის სწავლა
  • თხრობა ამბის სწორად მოყოლის სწავლა და აზრების დაკავშირება
  • წიგნიერების ადრეული უნარები: ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უნარი შემდგომში დაეხმარება თქვენს შვილს ისწავლოს კითხვა

უპირველეს ყოვლისა, ისიამოვნეთ იმის გაზიარებით, რაც მოხდა ბავშვის ცხოვრებაში, როდესაც უყურებთ ფოტოებს. გახსოვდეთ, რომ საუკეთესო ალბომები, იქნება ის აქტივობები, რომელიც თქვენს შვილს ნამდვილად მოეწონა!

ეძებთ ენის შესწავლის უფრო მარტივ აქტივობებს, რომ სცადოთ ბავშვებთან? გადახედეთ ჩვენს სერიას სახლში რეჰაბილიტაციის შესახებ.

გაიგეთ მეტი აპლიკაციების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებიან კოხლეარული იმპლნატაციის შემდგომ რეჰაბილოიტაციაში.

მადლობას გიხდით თქვენი შეტყობინებისათვის. ჩვენ რაც შეიძლება მალე გიპასუხებთ.

გამოგვიგზავნეთ შეტყობინება

ველი აუცილებელია

John Doe

ველი აუცილებელია

name@mail.com

ველი აუცილებელია

What do you think?

შეტყობინების გაგზავნა

მუშავდება კომენტარი

ბოდიში. დაფიქსირდა შეცდომა. გთხოვთ, სცადოთ თავიდან.

მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის. თქვენი კომენტარი გამოქვეყნდება დადასტურების შემდგომ.

დატოვეთ კომენტარი.