რეზი ჩეკურიშვილი ლოს-ანჯელესის დიდ სცენაზე
კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ კოხლეარული იმპლანტაცია ყველანაირი ბარიერის გადალახვის საშუალებას აძლევს ადამიანს. მისი დამსახურებით შესაძლებელია სმენის სრული აღდგენა და ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღება.
სწორედ ამ ყველაფრის ნათელი მაგალითია ჩვენი პატარების უდიდესი მიღწევები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ერთ-ერთი გამორჩეული მათგანი კი რეზი ჩეკურიშვილია. რეზის კოხლეარული იმპლანტაცია 1,5 წლის ასაკში ჩაუტარდა, შემდგომ გაიარა სრულფასოვანი რეჰაბილიტაცია და სწორედ ამ გზის დამსახურებაა, რომ რეზი ახლა ასეთი წარმატებულია და არაფრით ჩამოუვარდება თანატოლებს.
რეზი ბავშვობიდანვე დაინტერესებული იყო მუსიკით, ცეკვითა და სიმღერით, თუმცა გამორჩეული ინტერესი მასში ცეკვამ გამოიწვია. ის ერთ-ერთი წამყვანი სოლისტია ნაციონალურ ბალეტ ,,მეტეხში”.
''ცეკვაზე ბავშვობიდან დავდივარ, ცეკვა ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა და ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება ცეკვის გარეშე, ეს ყველაფერი კი კოხლეარული იმპლანტის დამსახურებაა, სხვაგვარად მუსიკის მოსმენასა და ცეკვას ვერასოდეს შევძლებდი''
რეზის ნიჭიერებას ამტკიცებს ის ფაქტიც, რომ მისი ანსამბლიდან რამდენიმე მონაწილე მიწვეული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლოს ანჯელესში გამართულ მსოფლიო დონის ფესტივალზე.
რეზიმ შეძლო და მოხვდა გამორჩეულებს შორის!
მან არაჩვეულებრივად იცეკვა და სტუმრების აღფრთოვანებაც გამოიწვია, უნდა აღინიშნოს, რომ სტუმრებს შორის იყო მაიკლ ჯექსონისა და მადონას ქორეოგრაფი ცნობილი Vincent Patterson, რომელიც აღფრთოვანებული იყო ქართველი ბავშვების შესრულებული ცეკვით და ემოციებს ვერ მალავდა.
ასევე განსაკუთრებულია ის ფაქტი, რომ მსოფლიოდან მოწვეულ მონაწილეებს შორის რეზი ჩეკურიშვილი იყო ერთადერთი მონაწილე კოხლეარული იმპლანტით.
რეზი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამხელა წარმატების მიღწევაა შესაძლებელი კოხლეარული იმპლანტის დახმარებით, შრომითა და სწორი რეჰაბილიტაციით. მუსიკა, ცეკვა, სიმღერა და სხვა ყველანაირი აქტივობა რაც კი შესაძლებელია ადამიანმა მოისურვოს ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია!
მადლობას გიხდით თქვენი შეტყობინებისათვის. ჩვენ რაც შეიძლება მალე გიპასუხებთ.
გამოგვიგზავნეთ შეტყობინება
ველი აუცილებელია
John Doe
ველი აუცილებელია
name@mail.com
ველი აუცილებელია
What do you think?
© MED-EL Medical Electronics. ყველა უფლება დაცულია. საიტზე განთავსებული ყველა ინფორმაცია ზოგადი ხასიათისაა და არ უნდა იყოს მიღებული როგორც სამედიცინო რჩევა. დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან სმენის სპეციალისტს, რათა გაიგოთ რომელი საჭიროებაა თქვენთვის განკუთვნილი. ყველა პროდუქტი, მითითება ან ფუნქცია არაა ყველა ქვეყანაში დამტკიცებული.