10 ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს მოზრდილების სმენაზე კოხლეარული იმპლანტით
კოხლეარული იმპლანტები არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა, რომ ადამიანს, რომელსაც აქვს სენსორევრალური სმენის დაქვეითება დაუბრუნდეს სმენა. თუმცა, კოხლეარული იმპლანტით სმენა არის სხვადასხვანაირი თითოეულ მიმღებში. საჭიროა დრო, რომ ადამიანი შეეგუოს ახალ ხმებს, რომელიც გადაეცემა მას კოხლეარული იმპლანტიდან, ეს ყველაფერი კი უნდა შეისწავლოს ტვინმა და აღიქვას მათი მნიშვნელობა. თითოეული ადამიანის ლოკოკინა არის განსხვავებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა კოხლეარული იმპლანტის მომხმარებელი იღებს ბგერის განსხვავებულ სიგნალებს.
არსებობს უამრავი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს კოხლეარული იმპლანტის სარგებლიანობაზე და ადამიანზე, რომელიც მას იღებს .
წარმოგიდგენთ ამ ფაქტორებს:
როგორია თქვენი სმენის ისტორია?
ადამიანის სმენის დაკარგვის ისტორია გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ გაიგონებს იგი კოხლეარული იმპლანტით.
- ასაკი, როცა სმენის დაქვეითება დადგინდა. პირები, რომლებმაც დაკარგეს სმენა მოგვიანებით, აქვთ მეხსიერება და სმენითი კავშირები ხმებსა და ტვინს შორის. მას შემდეგ, რაც ისინი მიიღებენ კოხლეარულ იმპლანტს, ეს მეხსიერება დაეხმარებათ მათ თავიდან ისწავლონ მოსმენა კოხლეარული იმპლანტით.
- იმპლანტაციის ასაკი. კოხლეარული იმპლანტაციისას არ არსებობს ასაკის შეზღუდვა. 90 წელზე მეტი ასაკის პირებიც კი თავისუფლად ისმენენკოხლეარული იმპლანტით ხმებს.
თუ პიროვნების სმენის დაკარგვა მოხდა მას შემდეგ, რაც უკვე განვითარებული ჰქონდა სამეტყველო უნარები – ამ პროცესს ჰქვია ,,პოსტლინგუალური” სმენის დაქვეითება – ამ დროს იგი სწავლობს სამეტყველო ენის გაგებას, რომელიც მას უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდა კოხლეარულ იმპლანტაციამდე.
და ვისაც არ ესმოდა კოხლეარული იმპლანტის მიღებამდე, მათთვის ეს პროცესი განსხვავებულად წარიმართება. მათი სამეტყველო ბგერების გაგების განვითარებას უფრო მეტი დრო დასჭირდება. მათ შესაძლოა გაიგონონ ზოგიერთი ხმა, მაგრამ კომუნიკაციას, მოსმენასა და ლაპარაკს გააგრძელებენ ისე, როგორც კოხლეარული იმპლანტის მიღებამდე. - სმენის დაკარგვასა და კოხლეარულ იმპლანტაციას შორის ხანგრძლივი დრო არ არის იმის მიზეზი, რომ არ მიიღოთ კოხლეარული იმპლანტი. თუმცა, კოხლეარული იმპლანტით სმენასთან შეგუების სწავლას დასჭირდება უფრო მეტი დრო, თუ გასულია ხანგრძლივი დროის პერიოდი სმენის დაქვეითებასა და კოხლეარულ იმპლანტაციას შორის.
- ნარჩენი სმენა. ნარჩენი სმენა ნიშნავს, რომ ლოკოკინას დელიკატური წამწამოვანი უჯრედები არის ჯერ კიდევ დაუზიანებელი და აქვთ ხმის მიღების უნარი. რაც უფრო მეტია ნარჩენი სმენა, მით უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს ტვინს გაიგონოს, ისწავლოს და შეინარჩუნოს ხმები, რომელიც მას ესმის. ამ სმენას შეუძლია დაეხმაროს ტვინს ინტერპრეტაციაში და გააცნობიეროს ბგერების მნიშვნელობა, რომელსაც ისინი მოისმენენ კოხლეარული იმპლანტით.
სწორედ ამიტომ არის ნარჩენი სმენის შენარჩუნება ასე მნიშვნელოვანი და ამიტომ არის MED-EL ელექტროდები ასე უნიკალურად რბილი და მოქნილი. - სმენის დაკარგვის გამომწვევი მიზეზი. ხშირად სმენის დაკარგვის მიზეზის გარკვევა შეუძლებელია. თუმცა, როდესაც მისი იდენტიფიცირება ხდება, ეს ინფორმაცია ეხმარება იმპლანტის მიმღებსა და მასთან მომუშავე პროფესიონალებს, რათა სმენის საუკეთესო შედეგს მიაღწიონ კოხლეარული იმპლანტით.
- სმენის აპარატის გამოყენება იმპლანტაციამდე. სმენის აპარატის გამოყენება, განსაკუთრებით ნარჩენი სმენის დროს, ეხმარება ტვინს მიიღოს ბგერები კოხლეარულ იმპლანტაციამდე. ეს ინარჩუნებს ხმების, სმენის, ტვინის ნაწილის სტიმულირებას და ამზადებს მას, რომ გარდაქმნას ბგერები მათი მნიშვნელობის სწორად გასაგებად.
სმენა კოხლეარული იმპლანტით
სმენა კოხლეარული იმპლანტით არ არის ავტომატური. იმპლანტისა და აუდიო პროცესორის გააქტიურების შემდგომ მიმღებს მაშინვე ესმის ხმები. მაგრამ, ზოგიერთ მიმღებს შესაძლოა დასჭირდეს თვეები და წლები მუშაობა, რომ გაიგონონ სამეტყველო ბგერები და აღიქვან მათი მნიშვნელობა.
- კოხლეარული იმპლანტაციისას შესაბამისი მოლოდინი მნიშვნელოვანია, ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ფაქტორის გათვალისწინებით. შესაბამისი მოლოდინის ჩამოყალიბებისთვის საუკეთესო გზაა ოპერაციამდე შესაფერის პროფესინალთან კონსულტაცია, როგორიცაა აუდიოლოგი, ქირურგი, მეტყველებისა და რეჰაბილიტაციის თერაპევტი და სხვა.
- ოჯახის მხარდაჭერა. მოტივირებული და მხარდამჭერი ოჯახი დადებითი შედეგის საწინდარია.
- რეჰაბილიტაცია წარმატების გასაღებია. რეჰაბილიტაციის სავარჯიშოები იწყება მოსმენის პირველივე დღიდან. მოტივირებული პირები, რომლებიც ესწრებიან რეჰაბილიტაციის გაკვეთილებს გამოცდილ სპეციალისტთან ერთად და მუშაობენ სავარჯიშოებით ყოველდღიურ ცხოვრებაში, უფრო კარგ შედეგს აღწევენ, ვიდრე ისინი ვინც ამას არ აკეთებენ.
- პროცესორის რუკა. კოხლეარული იმპლანტის MAP არის სპეციალური პროგრამა, რომელიც აწვდის პროცესორს ინფორმაცის ბგერის შესახებ. თითოეულ მიმღებს აქვს განსხვავებული MAP, რომელიც სმენაზეა მორგებული და სმენის ცვლილებისას პირდაპირ მოქმედებს მის სმენაზე. ნორმალურია, რომ MAP კოხლეარულ იმპლანტაციის პირველ თვეებში ეგრება მიმღების სმენას. თუ პირი გრძნობს, რომ მისი სმენა შეიცვალა ბოლო მორგების შემდგომ, უნდა უთხრას აუდიოლოგს, რადგან დარეგულირება გააუმჯობესებს სმენის ხარისხს.
მოგწონთ კოხლეარული იმპლანტი? გვაცნობეთ კომენტარებში და ჩვენ დაგაკავშირებთ MED-EL-ის წარმომადგენლობას!
ეს სტატია დაიწერა რ. შიტელის დახმარებით, რომელიც არის მეტყველების პათოლოგისტი და კლინიკური სპეციალისტი MED-EL-ში.
მადლობას გიხდით თქვენი შეტყობინებისათვის. ჩვენ რაც შეიძლება მალე გიპასუხებთ.
გამოგვიგზავნეთ შეტყობინება
ველი აუცილებელია
John Doe
ველი აუცილებელია
name@mail.com
ველი აუცილებელია
What do you think?
სახელი