ტექნოლოგია

კოხლეარული იმპლანტის ადრეული ისტორია და MED-EL

ჩვენი კოხლეარული იმპლანტის საშუალებით უამრავ ადამიანს მთელი მსოფლიოდან დაუბრუნდათ სმენა,  მაგრამ აქამდე მოსვლა საკმაოდ დიდი გზა იყო. დაახლოებით 50 წლის წინ MED-EL-ის დირექტორი ინგებორგ ჰოხმაიერი და მისი მეუღლე – ერვინი იყვნენ პიონერები, რომლებმაც შექმნეს თანამედროვე მრავალარხიანი კოხლეარული იმპლანტი.
მოდით, დავბრუნდეთ უკან დროში და ვნახოთ ახლოდან როგორ დაიწყო ეს ყველაფერი.

 

კოხლეარული იმპლანტის განვითარების დასაწყისი

 

1975 წელს ინგებორგი და მისი მომავალი მეუღლე ერვინ ჰოხმაიერი კოხლეარული იმპლანტის განვითარებას ვენის ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდნენ. ამ დროისთვის, იყოძალიან ბევრი სკეპტიკოსი, ისინი ფიქრობდნენ, რომ არ იქნებოდა შესაძლებელი კოხლეარული იპლანტის დახმარებით სმენის დაბრუნება. თუმცა ჰოხმაიერებს სჯეროდათ, რომ აუცილებლად გამოუვიდათ ჩანაფიქრი.

”ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი ჩვენი მიზნისკენ, გვჯერა, რომ ელექტრონული იმპლანტის დახმარებით სმენადაქვეითებული ადამიანები გაიგონებენ არა მხოლოდ ხმებს, არამედ ექნებათ შესაძლებლობა, რომ გაიგონ საუბარი და გაარჩიონ მეტყველება”, თქვა ინგებორგმა.

ამ მიზნისკენ უდიდესი ნაბიჯები გადაიდგა 1977 წელს: 1977 წლის 16 დეკემბერს კოხლეარული იმპლანტი, რომელიც დაამზადეს ჰოხმაიერება, იმპლანტირებულ იქნა ვენის საუნივერსიტეტო კლინიკაში პროფესორ კურტ ბურიანის მიერ.

 

სმენის ტექნოლოგიების საფუძველი

ისევე, როგორც თანამედროვე კოხლეარულ იმპლანტებს, პირველ კოხელეარულ იმპლანტსაც აქვს ორი ძირითადი ნაწილი: გარე პროცესორი, რომელიც ხმას გარდაქმნის ელექტრულ სიგნალად და შიდა იმპლანტი, რომელიც აგზავნის ინფორმაციას ტვინში. იმპლანტს აქვს ორი განყოფილება: კომპიუტერული, რომელიც იღებს ინფორმაციას გარეთა პროცესორიდან, და ელექტროდების მწყობრი, რომელიც თავსდება ყურში.

 


გრძელი ელექტროდების მწყობრი ტალღისებური ფორმის სადენებითაა წარმოდგენილი.

არის რამდენიმე განსაკუთრებული ასპექტი ჰოხმაიერის მიერ შექმნილ პირველ კოხლეარულ იმპლანტში:

მისი კომპიუტერული ჩიპი მუშაობდა გრძელი ელექტროდების მწყობრით, რომელიც უზრუნველყოფდა ელექტრულ სტიმულაციას ლოკოკინას სხვადასხვა ნაწილისთვის. ადრეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ იქ, სადაც ხდებოდა სტიმულაცია, იცვლებოდა ხმის აღქმა, ისევე, როგორც ეს ხდება პიანინოზე, სხვადასხვა კლვიშებზე დაჭერისას ისინი განსხვავებულ ხმას გამოსცემენ.

ელექტროდების მწყობრი იყო ჰოხმაიერის სპეციალური დიზაინით შექმნილი: ტალღისებრი ფორმის სადენები. ეს სადენები იყო ელექტროდების შიგნით და ელექტროდებს ანიჭებდა ელასრტიურობას, რისი საშუალებითად ის მარტივად და ნაზად თავსდებოდა ლოკოკინაში, რომელიც დაახლოებით ბარდის მარცვლის ზომისაა. ეს სპეციალური სადენები ასევე უზრუნველყოფდა სტრუქტურის შენარჩუნებას, რაც გულისხმობს ლოკოკინას შიგნით მდებარე დელიკატური ნერვების შენარჩუნებას.

პირველი კოხლეარული იმპლანტი, ეხმარებოდა მიმღებს გაეგონა ხმები, მაგრამ მეტყველების გარჩევა კვლავ სირთულეს წარმოადგენდა და პაციენტს სულ მცირე ახლოდან უნდა ეყურებინა მოლაპარაკის პირისთვის.

 

ხმის გარჩევა კოხლეარული იმპლანტით

ჰოხმაიერის კოხლეარული იმპლანტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მიმღები იყო კონი, ის ასევე ცნობილი იყო სამეცნიერო ჟურნალებიდან.

კონი ხმის ლაბორატორიაში.

კონი აქტიურად თანამშრომლობდა ინგებორგთან ამ წლებში. მან მიიღო ჰოხმაიერის კოხლეარული იმპლანტი 1979 წელს, ის აღფრთოვანებული იყო მისით და შეეძლო საათები გაეტარებინა ინგებორგთან, რათა გაეტესტათ სხვადასხვა საშუალებები, რომლითაც იმპლანტს შეეძლო გაეგზავნა ელექტრული ინფორმაცია ლოკოკინაში. ამ ტესტირებებმა ჩაუყარა საფუძველი დღევანდელი MED-EL-ის კოხლეარული იმპლანტის ბგერების დამუშავებას.

”კოხლეარული იმპლანტის კლინიკური კვლევისას ვერ იქნები ადამიანი უგრძნობი, რადგან ამ დროს ძალიან ახლო კონტაქტი და უდიდესი ნდობა  გვაქვს მომხმარებელთან”, ამბობს ინგებორგი.

კონი მალევე გახდა ჰოხმაიერის მიზნის რეალობად ქცევის ნაწილი. 1980 წელს მან მიიღო ახალი პროცესორი, ის იყო პირველი ადამიანი ვინც იყენებდა კოხლეარულ იმპლანტს მეტყველების მხოლოდ სმენით გარჩევისთვის: მას არ სჭირდებოდა მოსაუბრის ტუჩებზე ყურება, ასევე არც რაიმე ვიზუალური მინიშნებები იმ სიტყვების გასაგებად, რომელსაც ეუბნებოდნენ. საბოლოოდ, კი კოხლეარული იმპლანტის კვლევის დაწყებიდან ხუთი წლის შემდეგ ჰოხმაიერმა წარმატებით მიაღწია მიზანს.

 

MED-EL-ის დაარსება და მისი წინსვლა

კვლევების ჩატარება, ახალი გადაწყვეტილებების განვითარება სხვადასხვა ტიპის სმენის დაქვეითების შესახებ, ჩვენი პროდუქტების გაუმჯობესება, რათა ჩვენს მომხმარებლებს ჰქონდეთ საუკეთესო სმენის შესაძლებლობა – ეს არის ჰოხმაიერის და მისი ექსპერტების გუნდის ყოველდღიური სამუშაო, რომლებიც მოწვეულნი არიან მთელი მსოფლიოდან და მუშაობენ ამ ყველაფერზე MED-EL-ის მთავარ ოფისში, ინსბრუკში, ავსტრიაში.

MED-EL-ის, როგორც კომპანიის ჩამოყალიბებას, სადაც ჩვენ ვართ დღეს, საფუძველი ჩაეყარა 1986 წელს: ინგებორგი და ერვინი გადავიდნენ ინსბრუკში თავისი ახლად დაარსებული კომპანიით – MED-EL, ხოლო 1990 წელს მათ სამსახურში აიყვანეს პირველი თანამშრომლები. მომდევნო ათწლეულებში ჩვენ მივიღეთ სმენის გადაწყვეტილების უამრავი ახალი მეთოდი და მივაღწიეთ ბევრ ახალ ეტაპს სმენის ტექნოლოგიების განვითარებაში.

დღესდღეობით, 75 ეროვნების 2200-ზე მეტი ადამიანი მსოფლიოს 30 ქვეყნიდან მუშაობს MED-EL-ის კომპანიაში. მაგრამ წლების შემდეგაც ერთი რამ რჩება უცვლელი: MED-EL-ის მისიაა სმენადაქვეითებულთათვის დაძლიოს სმენის ბარიერი სრულფასოვანი კომუნიკაციის დასამყარებლად.

გსურთ იცოდეთ უფრო მეტი MED-EL-ის ისტორიისა და მისი განვითარების ეტაპების შესახებ? აღმოაჩინეთ უფრო მეტი https://www.medel.com/about-medel/our-history

გაინტერესებთ MED-EL-ის სმენის გადაწყვეტილებების შესახებ? მაშინ ჩვენი ციფრული ჩანაწერების სერია ზუსტად თქვენთვისაა!

 

მადლობას გიხდით თქვენი შეტყობინებისათვის. ჩვენ რაც შეიძლება მალე გიპასუხებთ.

გამოგვიგზავნეთ შეტყობინება

ველი აუცილებელია

John Doe

ველი აუცილებელია

name@mail.com

ველი აუცილებელია

What do you think?

შეტყობინების გაგზავნა

The content on this website is for general informational purposes only and should not be taken as medical advice. Please contact your doctor or hearing specialist to learn what type of hearing solution is suitable for your specific needs. Not all products, features, or indications shown are approved in all countries.

მუშავდება კომენტარი

ბოდიში. დაფიქსირდა შეცდომა. გთხოვთ, სცადოთ თავიდან.

მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის. თქვენი კომენტარი გამოქვეყნდება დადასტურების შემდგომ.

დატოვეთ კომენტარი.