რჩევები & ხრიკები მშობლებისათვის

მითითებები სმენადაქვეითებული ბავშვის ოჯახისთვის იმპლანტთან დაკავშირებით

თქვენს შვილს ახლახანს დაუსვეს სმენის დაქვეითების დიაგნოზი? ჯერ კიდევ განიხილავთ კოხლეარულ იმპლანტს? თუ უკვე ელით კოხლეარული იმპლანტის მიღებას თქვენი შვილისთვის?

ნატალი თიკლი, მეტყველებისა და ენის თერაპევტი

მეტყველებისა და ენის თერაპევტი ნატალი თიკლი არის სმენის რეაბილიტაციის სპეციალისტი, ის გაგიზიარებთ რჩევებს, რათა უკეთ განვითარდეს თქვენი შვილის საკომუნიკიაციო უნარები და ტვინი სწორი მიმართულებით.

ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ სმენის შესანიშნავი თანამედროვე ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ბავშვებმა სრულფასოვნად გაიგონონ თითქმის ყველა სახის სმენის დაქვეითებისას. თუ თქვენი ბავშვისთვის კოხლეარული იმპლანტი არის რეკომენდირებული და ეს არის თქვენი არჩევანი, უნდა დაელოდოთ ოპერაციის დღეს. ეს დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, წონაზე, დაფინანსებაზე ან კლინიკაში მოლოდინის რიგზე.

მოლოდინის დრო შეიძლება იყოს ხელის შემშლელი ფაქტორი, რადგან ამ პერიოდში შეიძლება გქონდეთ განცდა, რომ ვერ ეხმარებით ბავშვს სწავლაში. მაგრამ, ოპერაციის მოლოდინის პერიოდში, შეგიძლიათ განავითაროთ ბავშვის ადრეული საკომუნიკაციო უნარები და ტვინის განვითარებას შეუწყოთ ხელი.

 

მითითებები ოჯახებისთვის, რომლის შვილებსაც დასმული აქვთ სმენის დაქვეითების დიაგნოზი

1. იპოვეთ მხარდამჭერი გაერთიანებები

დაუკავშირდით თქვენს ადგილობრივ ჯანმრთელობის სერვისებს, ადრეული ჩარევის ცენტრებს, და მშობელთა ჯგუფებს, რომელსაც გირჩევთ თქვენი სპეციალისტი. შეხვდით სხვა სმენადაქვეითებული ბავშვების მშობლებს. ბევრი ოჯახი აღნიშნავს, რომ მშობლების მხარდაჭერა და ინფორმაცია, რაც მათგან მიიღეს ძალიან ღირებული იყო მათთვის.

თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ სერვისები ხელმისაწვდომია თქვენს რეგიონში, გთხოვთ დაუკავშირდით თქვენი სმენის სპეციალისტს ან MED-EL-ის წარმომადგენლობას. თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი HearPeers Mentors, ან დაუკავშირდეთ მშობლებს ამავე ფორუმზე.

 

2. მიდით ახლოს თქვენს ბავშვთან

საუბრისას მიუახლოვდით მას პირისპირ, რომ სახეზე გიყუროთ, უმღერეთ თქვენს ბავშვს, რათა უზრუნველყოთ საუკეთესო სმენისა და ვიზუალური უნარების ჩამოყალიბება. ბავშვთან მიახლოვებით ძლიერდება სმენითი სიგნალები. ხმის მოცულობის გაზრდა აუარესებს აუდიტორულ ინფორმაციას, ამიტომ უკეთესია ახლოს იყოთ ბავშვთან საუბრისას, ვიდრე მას ხმამაღლა ელაპარაკოთ.

 

3. საუბარი, საუბარი და საუბარი!

ბავშვთან საუბარს აქვს მნიშვნელოვანი სარგებელი, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ესმის თქვენი კარგად. ბავშვმა შესაძლოა გაჩვენოთ რაიმე სახის მინიშნებები თქვენი საუბრის სიმაღლისა და ტემბრის მიხედვით, ისინი ხედავენ თქვენს მიმიკურ გამომეტყველებასა და მოქმედებებს – ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ტვინისა და ადრეული კომუნიკაციის განვითარებისთის, მშობელსა და შვილს შორის კავშირისთვის, ასევე მოგვიანებით ენისა და წიგნიერების განვითარებისთვის.

ესაუბრეთ იმის შესახებ, თუ რას უყურებს ბავშვი, აკეთებს ან ფიქრობს კიდევაც, ესაუბრეთ იმაზე, რას აკეთებთ თქვენ და მუდმივად განაგრძეთ საუბარი თქვენს შვილთან. დაამატეთ ცხოველების ხმები, შეძახილები მოქმედებებისას, და მხიარული ხმები, როგორიცაა უჰ-ოჰ! ყველა სმენადაქვეითებულ ბავშვს სჭირდება უხვი ენის მოდელები, რომ ისწავლონ მათგან და თანდათანობით დააკოპირონ ის. ბავშვს სჭირდება მუდმივად ლაპარაკი, ლაპარაკი და ლაპარაკი კოხლეარული იმპლანტის აქტივაციის პირველივე დღიდან, მაგრამ ძალიან დაგეხმარებათ თუ ამას ახლავე დაიწყებთ.

 

4. გამოიყენეთ სიმღერები და რითმები

უმღერეთ მარტივი საბავშვო სიმღერები თქვენს ბავშვს. სიმღერა აძლიერებს ტვინის მუშაობას. ზოგიერთი აკუსტიკური ინფორმაცია და სიმღერის რითმები შესაძლოა თქვენი ბავშვისთვის იყოს აღქმადი კოხლეარული იმპლანტის მოლოდინის დროსაც. დაამატეთ სიმღერისას მოძრაობა, ქანაობა, ხტუნვა ან ხელის მოძრაობები როდესაც გიჭირავთ ბავშვი ხელში. იმეორეთ ერთი და იგივე სიმღერები ყოველდღიური რუტინისას ან თამაშის დროს.

 

ხშირად დასმული კითხვები სმენის დაქვეითებისა და კოხლეარული იმპლანტის შესახებ

როგორ ფუნქციონირებს სმენა?

იმის ცოდნა თუ როგორ ხდება მოსმენა და ხმების აღქმა დაგეხმარებათ უკეთ მიხვდეთ თქვენი შვილის სმენის დაქვეითებას. მიიღეთ მეტი ინფორმაცია და გაეცანით ვიდეოებს თუ როგორ ფუნქციონირებს სმენა. მშობლებსა და აღმზრდელებს ურჩევნიათ ეს ინფორმაცია იყოს დაწერილი, არა მხოლოდ იმისთვის რომ გაუზიარონ ის სხვა ოჯახებს, არამედ მუდმივად სანახავად.

 

რა არის კოხლეარული იმპლანტი და როგორ მუშაობს ის?

კოხლეარული იმპლანტი ეხმარება ასობით და ათასობით ადამიანს მსოფლიოში, რომ გაიგონონ. კოხლეარული იმპლანტი მუშაობს სმენის გრძნობის განმეორებით. ნახეთ დამატებითი ინფორმაცია კოხლეარულ იმპლანტებზე, აუდიო პროცესორებზე და მათ მუშაობაზე.

 

რა განსხვავებაა კოხლეარული იმპლანტის სისტემასა და სმენის აპარატს შორის?

სმენის აპარატი უბრალოდ აძლიერებს ხმას. კოხლეარული იმპლანტი კი ასტიმულირებს სმენის ნერვს. სმენის აპარატი შესაფერისია მსუბუქი და ღრმა სმენის დაქვეითების დროს. კოხლეარული იმპლანტი კი სჭირდებათ მათ, ვისაც დაესვათ უფრო სერიოზული სენსონევრალური სმენის დაქვეითების დიაგნოზი, რათა ჰქონდეთ წვდომა სალაპარაკო ენის თითოეულ ბგერაზე. სმენის აპარატის ხმის გაძიერება შესაძლოა არ იყოს საკმარისი ბავშვის მოსმენისა და სალაპარაკო ენის გავითარებისთვის, ეს დამოკიდებულია სმენის დაქვეითების ტიპსა და ხარისხზე.

 

თქვენს შვილს სმენის დაქვეითების დიაგნოზი დაუსვეს? გქონდეთ მჭიდრო კონტაქტი MED-EL-ის ადგილობრივ წარმომადგენელთან თქვენს რეგიონში.

მადლობას გიხდით თქვენი შეტყობინებისათვის. ჩვენ რაც შეიძლება მალე გიპასუხებთ.

გამოგვიგზავნეთ შეტყობინება

ველი აუცილებელია

John Doe

ველი აუცილებელია

name@mail.com

ველი აუცილებელია

What do you think?

შეტყობინების გაგზავნა

სახელი

მუშავდება კომენტარი

ბოდიში. დაფიქსირდა შეცდომა. გთხოვთ, სცადოთ თავიდან.

მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის. თქვენი კომენტარი გამოქვეყნდება დადასტურების შემდგომ.

დატოვეთ კომენტარი.