რჩევები & ხრიკები მოზრდილებისთვის

კოხლეარული იმპლანტაციის შემდგომი რეჰაბილიტაცია ცამხრივი სიყრუის დროს: როგორ გააუმჯობესოთ მეტყველების გაგება ხმაურში

თუ გაქვთ ცალმხრივი სიყრუე და ხართ იმ სწრაფად მზარდ რიცხვში ადამიანებისა, რომლებმაც გადაწყვიტეს კოხლეარული იმპლანტით სარგებლობა, ალბათ ეძებთ გზებს, რომ უფრო გაიუმჯობესოთ სმენა. ამ პოსტში ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე აქტივობას, რომელიც გააუმჯობესებს თქვენს სმენას კოხლეარული იმპლანტით და მეტყველების გაგებას ხმაურში.

სამსახურში თუ გარეთ, ჩვენ დროის დიდ ნაწილს ვატარებთ ხმაურიან გარემოში, ან თუნდაც ისეთ ადგილებში, სადაც ხმაური მაინცაა ფონზე. ამ გარემოში კომუნიკაციის შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მეტყველების გაგებას ხმაურში ეხმარება ტვინის მიერ მიღებული ინფორმაცია ორივე ყურიდან, მათი გარდაქმნა და აღქმა. ცალმხრივი სმენისა და კოხლეარული იმპლანტის მქონე ადამიანებში ამ ინფორმაციის მიღება ხდება ძირითადად ჯანმრთელი ყურიდან და კოხლეარული იმპლანტიდან.

ხმაურში მეტყველების გასაგებად, ტვინმა ინტერპრეტაცია უნდა გაუწიოს ორივე მხრიდან მოსულ სიგნალებს და ფოკუსირება მოახდინოს უკეთეს სიგნალზე (ნაკლები ხმაურით ან უფრო მკაფიო ბგერით), ან გააერთიანოს ინფორმაცია ორივე მხრიდან, რათა შეავსოს შეტყობინებაში არსებული ხარვეზები. მოსმენის უნარების ჩამოყალიბება თქვენი კოხლეარული იმპლანტით სიმშვიდეში არის პირველი ნაბიჯი, რომ შემდგომ შეძლოთ მეტყველების გაგება ხმაურში.

 

როგორ ჩამოვიყალიბოთ მოსმენის პრაქტიკა

სმენითი აქტივობები, რომლის სამიზნეა მხოლოდ კოხლეარული იმპლანტი, შეიძლება იყოს რთული შესასრულებელი. ეს შეიძლება ჩატარდეს კოხლეარული იმპლანტის რეაბილიტაციის სპეციალისტების გამოყენებით „თავისუფალი ველის ტექნიკის“ ან პირდაპირი აუდიო შეყვანით

  • თავისუფალი ველის ტექნიკა გულისხმობს, როგორც წესი, ჯანმრთელი ყურის დაბლოკვას მოსმენის დავალებების დროს დახურული ყურმილით, საცობით ან ყურსასმენით, რათა კოხლეარულმა იმპლანტმა მიიღოს უფრო ძლიერი სმენის სიგნალი (ამ მდგომარეობაში, ჩვეულებრივი სმენის მქონე ყურმა ყვლავ მიიღოს მცირე სიგნალები). სთხოვეთ მეგობარს ან ოჯახის წევრს მოგაწოდოთ ინფორმაციას თქვენი მოსმენის აქტივობების შესახებ.
  • პირდაპირი აუდიო შეყვანა გულისხმობს მოსმენის მასალების გაგზავნას პირდაპირ კოხლეარული იმპლანტის აუდიო პროცესორზე დამხმარე მოწყობილობის მეშვეობით (კომპიუტერი, ტელეფონი, ტაბლეტი) კაბელის ან უსადენო სისტემის საშუალებით. კაბელის გამოყენება უკეთესია, რადგან ის უზრუნველყოფს ყველაზე თანმიმდევრულ შეყვანას. გაიარეთ კონსულტაცია თქვენს აუდიოლოგთან, თუ გეგმავთ პირდაპირი აუდიო შეყვანის გამოყენებას, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს სპეციალური MAP

 

როგორ გავიუმჯობესებ სალაპარაკო უნარებს ჩემი კოხლეარული იმპლანტით?

  • შეხედეთ იმ აქტივობებს, რომლებიც ჩვენ გაზიარეთ ბლოგზე მოზრდილთა კოხლეარული იმპლანტის რეაბილიტაციისთვის ადრეულ სტატიებში, როგორიცაა ეს აქტივობა და რუქების გამოყენებით მოსმენის პრაქტიკული მასალები. მიუხედავად იმისა, რომ დაწერილია სტანდარტული რეაბილიტაციის მასალები, იგივე აქტივობები შეიძლება გამოყენებულ იქნას. გამოიყენეთ ზემოთ აღწერილი თავისუფალი ველის ტექნიკა. სთხოვეთ მეგობარს ან ოჯახის წევრს მოგაწოდოთ სალაპარაკო ინსტრუქციები და წინადადებები. დაბლოკეთ თქვენი ნორმალური სმენის მქონე ყური, რათა გაიგონოთ და ავარჯიშოთ ტვინი კოხლეარული იმპლანტის მხრიდან.
  • შემდგომი აქტივობები შეგიძლიათ იხილოთ MED-EL მოზრდილთა რეაბილიტაციის კომპლექტებში. მიუხედავად იმისა, რომ მოზრდილთა სარეაბილიტაციო კომპლექტები გამიზნულია რეაბილიტაციის სპეციალისტებისთვის, აქტივობები და მასალები შეიძლება გამოყენებულ იქნას მიმღებთა მიერ სახლშიც. გამოიყენეთ ეს მასალები თავისუფალი საველე ტექნიკით.
  • მოუსმინეთ პოდკასტებსა და აუდიო წიგნებს თქვენს კოხლეარულ იმპლანტში პირდაპირი შეყვანის მეთოდით. თუ არ ხართ დარწმუნებული საიდან დაიწყოთ, წაიკითხეთ ჩვენი სახელმძღვანელო აუდიოწიგნებისა და პოდკასტების გამოყენების შესახებ.

 

როგორ გავაუმჯობესო მეტყველების გაგება ხმაურში?

მას შემდეგ რაც შეძლებთ მიჰყვეთ მზარდი სიგრძისა და სირთულის ინსტრუქციებს და მარტივ საუბარს მხოლოდ თქვენი კოხლეარული იმპლანტით, დაამატეთ ფონური ხმაური თქვენი მოსმენის პრაქტიკაში.

  • დაიწყეთ ხმაურის ან საორკესტრო მუსიკის (ხმა ან მუსიკა მეტყველების გარეშე) მოსმენა დაბალ ხმაზე, სანამ ორივე ყურით ერთად მუშაობთ მოსმენის აქტივობებზე, ან თუ ეს ძალიან მარტივია, მხოლოდ კოხლეარული იმპლანტით.
  • დაიმახსოვრეთ, ხმაურის დამატება გაართულებს მოსმენას და მოგიწევთ დაუბრუნდეთ უფრო მარტივ, ადრეულ აქტივობებს.
  • თუ ეს ადვილი გახდება, დაამატეთ ფონური ხმაური, როგორიცაა “მრავალმეტყველების ხმაური” ან ნელა გაზარდეთ ხმა, რათა გააგრძელოთ საკუთარი თავის გამოწვევა!

 

საბოლოოდ, ხმაურის დროს მეტყველების გაგების გასაუმჯობესებლად საუკეთესო გზაა ხმაურის შემცირება ან მოხსნა! სადაც შესაძლებელია, სცადეთ შემდეგი:

  • მოშორდით ხმაურის წყაროებს (დინამიკი, ღია ფანჯრები, რესტორნის სამზარეულო)
  • შეამცირეთ მანძილი თქვენსა და ადამიანს შორის, ვისთანაც საუბრობთ.
  • გამოიყენეთ დამხმარე მოსასმენი მოწყობილობები.
  • გამოიყენეთ და გაუზიარეთ სტრატეგიები თქვენს ოჯახს და მეგობრებს წარმატებული საკომუნიკაციო ურთიერთობის ხელშეწყობისთვის.

 

ეძებთ მეტ სარეაბილიტაციო აქტივობებს? პოპულარული Rehab for Adults სერია გთავაზობთ მრავალფეროვან რესურსს, რომელიც ხელმისაწვდომია თქვენთვის, რომ დაბეჭდოთ და გამოიყენოთ სახლში.

 

მადლობას გიხდით თქვენი შეტყობინებისათვის. ჩვენ რაც შეიძლება მალე გიპასუხებთ.

გამოგვიგზავნეთ შეტყობინება

ველი აუცილებელია

John Doe

ველი აუცილებელია

name@mail.com

ველი აუცილებელია

What do you think?

შეტყობინების გაგზავნა

მუშავდება კომენტარი

ბოდიში. დაფიქსირდა შეცდომა. გთხოვთ, სცადოთ თავიდან.

მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის. თქვენი კომენტარი გამოქვეყნდება დადასტურების შემდგომ.

დატოვეთ კომენტარი.